მარნეულელი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
მარნეულელი კოტე კაპანაძე, ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. სადაც ნათქვამია, რომ ჩემპიონატი 10-13 აგვისტოს გაიმართება და მარნეულელი ძიუდოისტი, 73-კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 13 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგანაც ცხრა ვაჟი და ოთხი ქალია.



ფოტო აღებულია სპორტული სკოლის გვერდიდან
Print