24 ოჯახი სასმელი წყლის მოლოდინში
გაუსაძლისი სიცხე, წყაკსაქაჩი ძრავის გუგუნი, გამხმარი ყვავილები და სასმელი წყლის მოლოდინი - ასეთია ქალაქ მარნეულში 20 იანვირს ქუჩნა N2ა-ში მცხოვრებელი 24 ოჯახის ყოველდღიურობა. მოსახლეობას სასმელი წყალი წესით კვირაში სამი დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებოდეს, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სამ თვეზე მეტია რაც წყალს ვერ იღებენ.

20 იანვრის ქუჩა N2ა-ში მაცხოვრებლები რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ სასმელ წყალს თითქმის ვერ იღებენ. აცხადებენ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელ წყალს კვირაში სამჯერ უშვებს, მაგრამ რამდენიმე საათით. მათთვის პრობლემურია წყლის მიწოდების სიმძლავრეც.

„სადღაც 4-5 თვეა რაც ასეა, როცა უნდათ აგზავნიან და როცა უნათ არა. აქ 24 ოჯახი ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს მისჩერებია. ივნისის დასაწყისიდან აქ წყალი არ გვინახავს. ზამთარში 7 საათზე უშვებდნენ, ასეთი რამე არსად გვინახავს. ცოტა მოშორებით ოთხ და ექვს საათებზეც იშვენემ წყალს მაგრამ ჩვენთან არა. ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ. ნახეთ კორპუსის კედლები და სახურავი რა დღეშია, წყალიც არ მოდის. თუ ვალი გვაქვს მოვიდნენ, ნახონ და გვითხრან, რომ ვალი გვაქვს, მაგრამ არავინ მოდის. მე პრნსიონერი ვარ და ვიცი, რომ ერთი ტონის დახარჯვა 5 ლარად შემიძლია. აღარ ვიცი ვიც მივმართოთ და სად წავიდეთ“.

„ინვალიდი ადამიანი ცხოვრობს აქ. ყოველდღე მოდის და აქ ზის მთელი დღის განმავლობაში. მეუღლეც არ მუშაობს, პენსიით ირჩენენ თავს. სამი თვეა უკვე რაც ეს ადამიანი წყალს სახლში ხელით ეზიდება. კანალიზაციისთვის, დასალევად და დასუფთავებისათვის რამდენი წყალი უნდა ზიდოს ამ კაცმა რომ საკმარისი იყოს? დაბლა ავზიც არ აქვთ რომ აავსონ წყალი, როდემდე უნდა იყვნონ ამ მდგომარეობაში. ცოტა მეტი წყალი მაინც გამოუშვან რომ ზემოთ რა ავზებიცაა ისინი გაივსოს და ამ ადამიანებმაც მოიხმარონ წყალი. ცოტას უშვებენ და ზემოთ ამიტომ არ ადის წყალი. ასე ვართ დარჩენილები, არავინ მოდის და არ ინტერესდება ჩვენი მდგომარეობით/ მხოლოდ წინასაარჩევნოდ მოდიან, ხმები მოგვეცითო. გვპირდებიან იმას გავაკეთებთ, ამას გავაკეთებთო, მაგრამ არაფერიც არ კეთდება“.

„წყლის და შენობის პრობლემა გვაქვს, სახიფათო მდგომარეობაშია ჩვენი კორპუსი მაგრამ არავინ ამოწმებს. სახურავი ნახეთ რა დღეშია, წყალიც არ მოდის. მთელი ზამთარი სიცივეში, დილის 7 საათზე უშვებდნენ წყალს. ახლა კი საერთოდ აღარ მოდის. მიდით, ნახეთ ავზი, ერთი წვეთი წყალიც კი არაა. მე მარტოხელა ქალი ვარ, რა უნდა ვქნა? მეუღლე არ მყავს, არავინ მეხმარება. არც ვმუშაობ და როგორ ვიყიდო წყალი? რანაირი სახელმწიფოა, ვრეკავ და არც არავინ მპასუხობს. 20 წუთი მოდის წყალი და მერე ჩერდება, რასაც ვასწრებთ ვაგროვებთ. ნათესავებს ვთხოვ ხოლმე და მოაქვთ წყალი. ჩვენც ადამიანები ვართ, ცხოვრება გვინდა, რატომ გვაწვალებენ“.

რადიო „მარნეულმა“ 20 იანვრის ქუჩა N2ა-ში მაცხოვრებელი მოსახლეობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიაწოდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ღნიშნულ მიმართულებაზე სასმელი წყლის ტუმბოა დაზიანებული და ამ ეტაპზე მისი შეკეთება მიმდინარეობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ 20 ივნისის ქუჩა N2ა-ში სასმელი წყლის მიწოდება ჩვეული გრაფიკით მომდევნო კვირიდან აღდგება. 

რადიო „მარნეული“

Print