მარნეულელი ლუკა ანდიაშვილი უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ლუკა ანდიაშვილმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა.  ლუკა სრული დაფინანსებით ისწავლის კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.  

როგორ თავად ამბობს, წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შრომაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროფესია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ნამდვილად გსურს. 



"პირველად როდესაც ვნახე ქულა, სახლში არ ვიყავი. როგორც კი ქულები დაიდო, მაშინვე დამირეკა ჩემმა დამ და მკითხა რა მქონდა საბოლოო შედეგი. აღმოჩნდა, რომ 100%-იანი გრანტი მქონდა. ძალიან კარგი და სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შრომა გიფასდება. ახლა გადავდივარ უმაღლესი განათლების მიღებაზე, რა თქმა უნდა, განათლების მხრივ, ახლა უფრო დიდი შრომა უნდა ჩადო. განსაკუთრებით იმის გამო, რომ გადადიხარ იმ სფეროში, რაც შენ გაინტერესებს, უფრო დიდი შემართებით შეუდგები სწავლას. ამ ეტაპზე ზუსტად არ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ გარკვეული პერიოდი, ალბათ, ვისწავლი საზღავარგარეთაც . არ მსურს უცხო ქვეყანაში ცხოვრება, განათლების მიღების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში"

ლუკა ანდიაშვილი გეგმავს, რომ გარკვეული პერიოდი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა უკან აუცილებლად დაბრუნდება და მიღებულ ცოდნას საკუთარ სამშობლოს გაუზიარებს. 

NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი აიღო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები