პლატფორმა "ფანჯარა" ახალი მონაწილეების მიღებას აცხადებს
ქართულ-აზერბაიჯანულ ენოვანი საინფორმაციო პლატფომრა "ფანჯარა" ახალი მონაწილეების მიღებას აცხადებს. პლატფორმის მიზანია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას, მიაწოდოს სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარების, გაძლიერებისა და ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

რადიო "მარენულთან" საუბრისას "ფანჯარას" აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა აცხადებს, რომ ფანჯარაზე ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს ბლოგის, სტატიის თუ ვიდეოს გამოქვეყნების შესაძლებლობა.

"გვქონდა შემთხვევები, როდესაც პლატფორმებზე აღმოჩენილ ადამიანებს შესთავაზეს სამსახური და დასაქმდნენ. გარდა ამისა ფანჯარა ხელს უწყობს ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდების წარმოჩენას. მუდმივად ვწერთ და ვაქვეყნებთ წარმატებული ახალგაზრდების ისტორიებს და ხელს ვუწყობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
გარდა ახალგაზრდების ისტორიების გამოქეყნებისა, ვაქვეყნებთ ინფორმაციას იმ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებზე, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში და დიდი წვლილი შეიტანეს ქალთა გაძლიერებაში".
- აცხადებს თოზუ გულმამედოვა

პლატფორმა "ფანჯარა" ფარავს ისეთ თემებს როგორიცაა, ადამიანის უფლებეი, გენდერული თანასწორობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეულ ასაკში ქორწინება), Საზიანო პრაქტიკებთან დაკაშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, ახალგაზრდულ სექტორში მიმდინარე მოვლენები და სიახლეები.

"პლატფორმაზე თავსდება დარგის ექსპერტების მიერ მომზადებული მასალა, რომელიც მოიცავს სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. Გარდა ამისა ქვეყნდება აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ბლოგები, სადაც ბლოგერები წერენ საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს და გამოცდილებებს, გამოცდილებას გუზიარებენ თანატოლებს და მსჯელობენ მათთის მნიშნელოვან საკითხებზე. ფანჯარას ბლოგერობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, პრიორიტეტია რა თქმა უნდა ეთნიკურად აზერბაჯანელი ახალგაზრდები". - ამბობს თოზუ გულმამედოვა

"ფანჯარა" ეძებს მოტივირებულ და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებს, რომლებიც პლატფორმას საკუთარ იდეებს და კრეატივს გაუზიარებენ.
დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები