"RMG"-ის პროექტის განხორციელებამდე მუშევანის მოსახლეობა მთავრობის რეაგირებას ითხოვს
13 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობა „RMG GOLD“-ის წინააღმდეგ ხელმოწერების შესაგროვებლად და  დაანონსებული  მადნეულის მოპოვების პროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.



მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა „RMG GOLD“-ის დაანონსებულ პროექტს, ხოლო შეკრებილთა უმრავლესობა მათ წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მათ სოფელთან ახლოს მადნეულის ღია კარიერული წესით მოპოვება მათი სოფლის ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება.  



"ჩვენ ვიცით ამ ყველაფერს რაც მოჰყვება. ეკოლოგია დაბინძურდება, მოსახლეობა ვერ იცხოვრებს წყნარად. მოსახლეობის ნახევარს სახლები აქვს ავარიული და აქ რომ აფეთქებები იყოს რა დაემართებათ.ჩვენ ახალგაზრდები იმიტომ ვიკრიბებით აქ, რომ სოფლის მომავლისთვის ვიკრიბებით"
- ამბობს რასიმ მამედოვი

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ არ ეწინააღმდეგებიან კომპანია RMG-ს, რადგანაც მათ ისინი სოფელში გაზის, გზის, წყლის გაყვანასა და სკოლის გარემონტებას დაჰპირდნენ. 



"არემჯი ჩვენთვის აკეთებს წყლის ბასეინს, უკვე მილები ჩაყრილია.  არაფერი დაბინძურდება, კაზრეთი რატო არ დაბინძურდა? აქ ეშინიათ პატარა აფეთქებები იქება და სახლები დაიბზარებაო. მე კაზრეთში ვცხოვრობ 27 წელია, ხალხი ცხოვრობს ნორმალურად.  მეორეც ერთი ეს ყველაფერი ამ სოფელს არ ეხება,  სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრია იმ ტერიტორიამდე" - ამბობს ზაჰიდ იბრაგიმოვი. 

მიუხედავად ხმაურისა, ორგანიზაცია სალამის დახმარებით, Სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ  ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც ხელისუფლებას მიმართავენ და რეაგირებას სთხოვენ . 



"აქ დაგვხვდა მოსახლეობა, რომელთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება "არემჯის" დაანონსებულ სამუშაოებს, თუმცა იყო მცირე ძალიან ხმაურიანი ჯგუფი, რომლებიც ხელს გვიშლიდნენ საერთო კრების ჩატარებაში. გადავწყვიტეთ ასეთი რამ, რომ შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვინც სოფელში იყო გამოსული ხმაურის გარეშე დავსვით ერთადერთი კითხვა, რომ ვინ არის მომხრე, არემჯი გოლდმა აწარმოოს ის სამუშაოები, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული მადანის მოპოვებასთან. უმრავლესობამ ხელი აიწია, რომ ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ სამუშაოებს. ძალიან მცირე ჯგუფმა, 5-7-მა ადამიანმა ხელი აიწია, რომ ისინი ეთანხმებოდნენ სამუშაოების წარმოებას. ამ წუთას მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რათა მივმართოთ შესაბამის უწყებებს. საქართველოს პარლამენტს, მთავრობას. მოსახლეობა იაზრებს, რომ ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ სამუშაოებმა მათ"
- ამბობს სალამის ერთ-ერთ ერთი დამფუძნებელი ქამრან მამადლი. 

„RMG GOLD“-ის პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში, დაგეგმილი აფეთქებების რაოდენობა დაახლოებით 55 იქნება. (კვირაში ორჯერ). ხოლო საბურღი დანადგარები წლის განმავლობაში იმუშავებს 200 საათის განმავლობაში. აფეთქებით გამოწვეული ხმაურის ხანგრძლივობა, ყოველ ჯერზე. რამდენიმე წამი გაგრძელდება. 


რადიო "მარნეული" ამ დრომდე ცდილობს კომპანია „RMG" -სთან დაკავშირებას დეტალების გასარკვევად. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

ვრცლად დღევანდდელი აქციის შესახებ:
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები