მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებას ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაია ნავერიანი დაინიშნა. ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგვიდასტურეს. აღნიშნულ სამსახურის უფროსად ვუგარ მამედოვი წლები მუშაობდა, თუმცა ის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს შეცვალეს. მამედოვი ახლა მარნეულის მერის, კენან ომაროვის თანაშემწეა. რაც შეეხება მაია ნავერიანს, ის მუნიციპალიტეტის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშების განყოფილებში მუშაობდა.

რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია კენან ომაროვს. რადიო "მარნეულთან" აღნიშნა, რომ "საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ყველანაირი ინფორმაცია ცოტა ხანში".

გთავაზობთ მერიის სამსახურების უფროსების ჩამონათვალს, რომლებმაც სამუშაო პოზიცია შეიცვალეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია რადიო „მარნეულმა“ სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მოიპოვა ან თავად სამსახურის უფროსებმა დაგვიდასტურეს.

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა გიორგი მეურმიშვილმა დაგვიდასტურა, რომ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ვაჟა შუბითიძის ადგილი დაიკავა. ვაჟა შუბითიძემ კი (დაუზუსტებელი ინფორმაციით) მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის მრჩეველის ადგილი დაიკავა.

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ახალ უფროსად ნინო დეკანოიძე დაინიშნა, რომელიც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსურლებელი მამუკა შუბითიძე გახდა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობა დატოვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მუმლაძემაც, რომელიც მარნეულის მერის თანაშემწე გახდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება და სამსახურის ახალი უფროსი კონკურის საფუძველზე შეირჩევა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები