თამარისის სპორტული დარბაზის მიდებარე სარწყავი არხის რეაბილიტაცია 16 949 ლარად იგეგმება
სოფელ თამარისში სპორტული დარბაზის მიმდებარედ არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია იგეგმება . მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 19 სექტემბერს გამოაცხადა.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარწყავი არხის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. სამუშაოების დასრულების შემდგომ სარწყავი არხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი უნდა იყოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ თამარისში სპორტული დარბაზის მიმდებარედ არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 16 949 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების წარდგენა მსურველ კომპანიებს 6-დან 11 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print