რას ფიქრობენ მარნეულელები რუსების მასიურ შემოდინებაზე საქართველოში

24 თებერვალს რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა და საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

უკრაინული თავდაცვითი ძალების მიერ 7 თვის განმავლობაში რუსეთისათვის მიყენებული ზიანის პარალელურად ვლადიმერ პუტინმა 20 სექტემბერს რუსეთის მასშტაბით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ პუტინის ბრძანების შემდგომ ჯარის ასაკის კაცებმა რუსეთის მასიურად დატოვება დაიწყეს და იმ ქვეყნებში გადადიან სადაც უვიზო მიმოსვლაა. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

ომის დაწყების დღიდან საქართველოში გაიზარდა როგორც უკრაინიდან ასევე რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. ისინი ძირითადად დიდი ქალაქებს ირჩევენ საცხოვრებლად, როგორიცაა თბილისი და ბათუმი, თუმცა რუსების ნახვა მარნეულშიცაა შესაძლებელი. დღეს, 27 სექტემბერს, შევეცადეთ გაგვეგო მარნეულელების აზრი, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოში რუსეთის მოქალაეეების მასიურ შემოდინებასთან დაკავშირებით.

მარნეულელების თქმით, საქართველო და მისი ხალხი სტუმართმოყვარეა. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ მტერს მასპინძლობს და ქართველი ხალხი ამ დონის სტუმართმოყვარეები არიან. აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში წამოსვლის შედეგად ქვეყანაში მდგომარეობა უფრო დაიძაბება. მოქალაქეების უმრავლესობა რუსების აქ ცხოვრებას პორბელმურს უწოდებს.

„მშვიდად რომ იყოს უფრო ჯობია, უფრო კარგი იქნებოდა და ხალხი არ ინერვულებს, მშვიდად იქნება“

„ომში წასვლა არ უნდათ. ჩემი შვილიშვილიც იქაა, წამოსვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ. იქ მცხოვრები აზერბაიჯანლებიდან ვინც აქაა დაბადებული მინდა რომ გაუშვან“.

„რუსეთს ჩვენს მიმართ ძალიან ცუდი მიდგომა აქვს. ყველა მუშაა, მათ არ უნდათ ომში წასვლა. ისინი ლტოლვილის სტატუსით მოდიან რომ შვილები ცოცხლები ჰყავდეთ და არ მოუკლან. სახლებს ტოვებენ და მოდიან“.

„ცუდია, ხალხი იქ მუშაობდა. ახლა ომია. ყველა გარბის სადაც გამოსდით, ცუდია. ოჯახის რჩენა რთულია ახლა, იქიდან წამოსულებს აქ სამსახური არ აქვთ. იქ მუშაობდნენ, ოჯახს მაინც არჩენდნენ. მოვიდნენ აქ სირთულე, სიძვირეა. ძალიან რთულია ოჯახის რჩენა“.

„მათ არ უნდათ ომი და ამიტომ მოდიან. არც ერთ ადამიან არ უნდა სიკვდილი. ისინი ერთმანეთთან ძმებივით იყვნენ. ამიტომ წასვლა და მათთან ბრძოლა არ უნდათ. ეს ნორმალურია, მე ნორმალურად ვუყურებ ამას. საქართველოც ამ პრობლემის შიგნითაა. შიმშილი იქნება, ჩვენ თვითონ აქ სამსახურს ვერ ვპოულობთ. ესენიც მოდიან აქ. კავკასიელები სტუმართმოყვარულნი არიან. ჩვენი კარი ღიაა კარგებისთვის. მაგრამ ჩვენ თვითონაც კარგად უნდა ვიცხოვროთ. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ რა კარგი ხალხი, რა კარგი ქვეყანა ვართ რომ მტერსაც ვუხსნით კარს. მტერი მოდის ჩვენთან. ჩვენ ისევ ვიღებთ. ანუ ამ ხალხმა უნდა გაიგოს რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, მეზობელთან ცუდი დამოკიდებულების შედეგი ესაა. დღეს მტერი მოდის ჩვენთან. ჩვენ როცა იქ მივიდვართ ჩვენ უცხოს გვიწოდებენ, მეტს ლაპარაკობენ ჩვენზე, ამბობენ რატომ მოხევდითო?! თქვენს მწას რა მოუვიდაო, ხომ გაქვთო მიწაო? სახელს კი „შავს“ გვიწოდებენ. დღეს რკინის კარებს თხოვნა აქვს ხის კარებთან. ჩვენი ხის კარები ღიაა მათთვის. მაგრამ ჩვენი 20% მიწა მათი მეშვეობით, მათი ჯარისკაცების, პრეზიდენტის მეშვეობით არის ოკუპირებული“.

„თავიანთ მიწას ტოვებენ და მოდიან. რა თქმა უნდა საქართველო ყოველთვის არის სტუმართმოყვარე, ხალხიც და ქვეყენაც ასეთია. მაგრამ მიწას ტოვებ და სად მოდიხარ?! მიდით, იომეთ, მიწა გაათავისუფლეთ! ქვეყანა რასაც გეუბნებათ ის გააკეთეთ. ხვალ საქართველომ ომი რომ დაიწყოს ჩვენ საქართველოს დავტოვებთ და წავალთ?! არა, საქართველო ჩვენი სამშობლოა. დავიცავთ სამშობლოს“.


27 სექტემბერს არსებული ინფორმაციით მანქანების რიცხვი რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვირზე გადასვლა უნდათ 5500-მდე გაიზარდა. აქედან 3600 მსუბუქი ავტომობილია, 1990 კი ტრანზიტით მოძრავი სატვირთოებია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე 26 სექტემბერამდე 11 ათასზე მეტი, 26 სეტქემბერს კი 10 ათასზე მეტი რუეთის მოქალაე შემოვიდა. ის ვარაუდობს, რომ მომდევნო დღეებში რუსეთიდან შემომსვლელთა რიცხვი კვლავ გაიზრდება.

რადიო „მარნეული“

 

Print