სოფელ შაუმიანში 62 ქუჩას სახელი დაერქმევა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში 62 ქუჩას სახელი დაერქმევა. დამისამართების პროცესის შესახებ ინფორმაცია  საკრებულოს სდომაზე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ გივი გიორგაძემ 20 სექტემბერს თქვა და აღნიშნა, რომ სახელდებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია.

„სახელდებასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია და შაუმიანიში მოხდა ქუჩებზე სახელების დარქმევა, რომელიც შეთანხმებულია მოსახლობასთან და გუბერნიასთან“


როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ 28 სექტემბერს განაცხადა, ქუჩების სახელები მოსაწონებლად უკვე გადაუგზავნეს სახელდების სამთავრობო კომისიას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების დასახელების პროცესი 2022 წლის თებერვლის თვეში დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულადაა დასახელებული ქალაქი მარნეული, სოფელი საიმერლო, წერეთელი, ყიზილაჯლო და იმირი.

სოფლებში ქუჩებისათვის სახელების შერჩევა მოსახლეობის ინიციატივით ხდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ადგილობრივები მერიის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაახლოებით 10 ადამიანისგან შედგება, თავიანთ ვერსიებს აცნობენ. იმ შემთხვევაში თუ ყველა ერთ სახელზე შეჯერდება, საკითხი განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას ეგზავნება. საბოლოოდ დასახელების მინიჭება კი, საკრებულოს პრეროგატივაა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები