მშობლები მასწავლებლის ძალადობრივ მეთოდს ამართლებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, რახმან მუსაევმა თანამდებობა დატოვა.
პედაგოგმა მეოთხე კლასელი მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. ფაქტს ეხმაურებიან მარენულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში და ამბობენ, რომ კირიხლოს სკოლაში მოხდარ ამბავს გმობენ.

“ყოვლად მიუღებელია მსგავსი რამ რესურსცენტრისთვის. მასწავლებელმა დაწერა განცხადება უკვე და დაკმაყოფილდა დირექციის მიერ. მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ იქნა საკითხი შესწავლილი და შესაბამისად, სკოლა მიუდგება ამ საკითხს“ - თქვა რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ.

რადიო „მარნეულის ზარებს არ პასუხობს რახმან მუსაევი და სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი. სგანმანათლებლო დაწესებულებაში მისულებს გვითხრეს, რომ დირექტორი სკოლაში არ იმყოფება. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები არიან შეკრებილი და შეიძლება ითქვას, რომ რახმან მუსაევს ამართლებენ.

„რახმანი ჩემი არც ნათესავია არც არაფერი, მაგრამ კარგი ადამიანია, ჩვენი სოფლის დეპუტატია. ჩვენ გვინდა, რომ ის დაბრუნდეს სკოლაში. აქ სხვა ვერ მოვა და ვერ ასწავლის ასე. მე ეს სკოლა მაქვს დამთავრებული და გამარჯობის მეტი არაფერი ვიცი ქართულად.. ბავშვები კარგად სწავლობენ ქართულს. დაბრუნდეს, განცხადება უკან გამოიტანოს და იმუშაოს, მხოლოდ ეს გვინდა“

„რახმან მასწავლებელი კარგი კაცია, მინდა დაბურუნდეს და გააგრძელოს თავისი საქმე“

„რახმან მასწავლებელი ძალიან კარგი მასწავლებელია. რაც გაინტერესებთ თვითონ მას ჰკითხეთ. მე არაფრის თქმა არ მინდა. მეოთხე კლასს ასწავლიდა ქართულ ენას. 10 წელზე მეტია ამ სკოლაშ მუშაობს“ - ამბობენ კირიხლოს სკოლასთან შეკრებილი მშობლები.

რახმან მუსაევი მასწავლებლობის პარალელურად, მარნეულის საკრებულოს წევრია.

მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამიისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.


Print