კირიხლოს სკოლიდან ძალადობაში მხილებული მასწავლებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლამ ქართული ენის მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადა. თავისუფალი ადგილი სკოლაში, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც სკოლა დატოვა პედაგოგმა, რომელმაც მოსწავლეების დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. რაჰმან მუსაევი კირიხლოს საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ქართული, როგორც მეორე ენის ვაკანსია საგანმანათლებლო დაწესებულებამ დღეს, 4 ოქტომბერს გამოაცხადა. შერჩეულ კანდიდატს კვირაში 20 საგაკვეთილო საათის ჩატარება მოუწევს IV, V, VII, და VIII კლასებში.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1.უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

2.უნდა იყოს სერტიფიცირებული პირი.

3. უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.


კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგს დაევალება: საგნობრივი პროგრამების შემუშავება; გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება; ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი; საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა; კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად; სკოლის ჟურნალის წარმოება; სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებელთა მორიგეობის სქემაში ჩართვა და მორიგეობა. საჭიროების შემთხვევაში კლასის დამრიგებლობა.

აღსანიშნავია, რომ კირიხლოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა, რაჰმან მუსაევმა, რომელმაც მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააჩოქა, სკოლიდან განთავისუფლების განცხადება დაწერა და საგამანათლებლო დაწესებულება დატოვა. მასწავლებლობის პარალელურად მუსაევი ასევე იყო საკრებულოს წევრიც. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძენ, 3 ოქტომბერს რადიო მარნეულს უთხრა, დეპუტატმა საკუთარი დანაშაული გაიაზრდა და საკრებულოც დატოვა.

მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამიისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

Print