მარნეულელი ლუკა ანდიაშვილი 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა
მარნეულელი ლუკა ანდიაშვილი ქვეყნის მასშტაბით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა.

მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ლუკა სრული დაფინანსებით ისწავლის კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.

“ბავშვობიდანვე მინდოდა, ჩემი მომავალი სამართლის სფეროსთან დამეკავშირებინა. უნივერსიტეტების შერჩევისას დიდად არც კი მიფიქრია - ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება, ჩამებარებინა კავკასიის უნივერსიტეტში. ნამდვილად ენით აღუწერელი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ ქვეყნის 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდი. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენონ ეს წელი და დასახული მიზნისაკენ თავდაჯერებით იარონ. შრომას ყოველთვის გამოაქვს ნაყოფი.” - წერია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რადიო „მარნეულმა“ 2 სექტემბერს ჩაწერა ინტერვიუ ლუკა ანდიაშვილმაც, რომელმაც გვითხრა, რომ წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შრომაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროფესია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ნამდვილად გსურს. 

ლუკა ანდიაშვილი გეგმავს, რომ გარკვეული პერიოდი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა უკან აუცილებლად დაბრუნდება და მიღებულ ცოდნას საკუთარ სამშობლოს გაუზიარებს.

გარეკანის ფოტო აღებულია კავკასიის უნივერსიტეტის გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები