გარევაჭრობა აკრძალვის მიუხედავად - ფოტო მარნეულის ბაზრიდან
მარნეულის ბაზართან გარევაჭრობა რვა თვის წინ აკრძალეს . ამის მიუხედავად გარემოვაჭრეები კვლავ დგანან აკრძალულ ტერიოტრიაზე და ბაზრის შიდა პერიმეტრზე არ შედიან.

გარემოვაჭრეების გარშემო ხშირად ანტისანიტარიაა.მერიის ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილებების მიუხედავად მათ არ სურთ, ადგილის შეცვლა და მიზეზად :პურის ფულის შოვნას" ასახელებენ.


"მერიამ გაგვაფრთხილა , მაგრამ რა ვქნა ,უნდა მოვკდე მშიერი? თვეში ორი ათასი ლარის კრეტიდს ვიხდი.
დიაბეტით ვარ დაავადებული. ყუთები იდო ჩემს დახლზე, და წაიღეს. პროტუქტიც რაც მქონდა, აქ დაყარეს და გაიყინა ღამე. ასე როგორ შეიძლება. თუ არ შეიძლება, დილას მოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ არ გახსნა დახლი, აქ არ შეიძლება ვაჭრობა. მეც ნისიად ვიღებ ამ პროდუქტებს. ახლა სამი ათასი ლარი სად ვნახო და გადავიხადო? მერიამ გადამიხადოს მაშინ ეს ზიანი"
- ამბობს რამიზ ჰუსეინოვი

"სამუშაო ადგილები არაა. ქირით ვცხოვრობთ არც სახლი გვაქვს. 4 შვილი მყავს და გამოვედი, რომ რამე შემოსავალი მქონდეს. გუშინ გაგვაფრთხილეს და დღეს მოვედი უკვე აღარაა არაფერი. ბაზარში დახლზე ბევრ ფულს გვთხოვენ. რას ვყიდი, რომ მე ეს ფული გადავიხადო. პანდემიის დროსაც მოხდა ასე, მაგრამ მაშინ დრო მოგვცეს 10 დღე. ახლა უცებ მოვიდნენ, წაიღეს საქონელი" - თქვა აქსანა გუსეინოვამ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები