მარნეულის მერია 12 სოფელში გზების და ხიდების პროექტების შეძენას 153 966 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 12 სოფელში გზების დაგებისა და ხიდების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას მარნეულის მერია 153 966 ლარად გეგმავს.

გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს რომლის შესყიდვისთვისაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა:

სოფელ სადახლოს და სოფელ ხოჯორნის შიდა გზების რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარი.
სოფელ სადახლოს არსებული ხიდის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი.
სოფელ ამბაროვკას შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარი.
სოფელ დამია–გეურარხში საჯარო სკოლის მისასვლელი გზის მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 000 ლარი.
სოფელ შულავერში ე.წ: მ.ტ.ს დასახლების შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარი.
სოფელ მეწამულას მისასველი გზის მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარი.
სოფელ წერეთელი ახალი დასახლების გზის
მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარი.
სოფელ საიმერლოს ქუჩების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარი.
სოფელ დიოკნისის შიდა გზების მოასფალტება (სრული II ეტაპად) - პროექტის სავარაუდო ღირებულება 850 000 ლარი.
სოფელ ქუთლიარის შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარი.
სოფელ ლეჟბადინის შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარი.


მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 12 სოფელში გზებისა და ხიდების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 18 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები