საქართველოს მასშტაბით სულ 207 არაქართულენოვანი საჯარო სკოლა
ფუნქციონირებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ
გამოქვეყნებული განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, რომელიც
ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების
გამოწვევების იდენტიფიცირებას ახდენს, 2021-2022 წელს
არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს
შეადგენს.
„საქართველოში ფუნქციონირებს 117 სომხურენოვანი, 79
აზერბაიჯანულენოვანი, და 11 რუსულენოვანი სკოლა, რაც არაქართულენოვანი
სკოლების 57%-ს, 38%-ს და 5%-ს შეადგენს, შესაბამისად“.
- აღნიშნულია განათლების
სექტორის მიმოხილვაში
მიუხედავად იმისა, რომ სომხურენოვანი სკოლების რაოდენობა აზერბაიჯანულ
და რუსულენოვანი სკოლების რაოდენობას აღემატება, სომხურენოვან
მოსწავლეთა რაოდენობა აზერბაიჯანულ და რუსულენოვან მოსწავლეთა
რაოდენობაზე მცირეა. 2021-2022 წელს არაქართულენოვანი მოსწავლეების
რაოდენობა 54 325 იყო, რაც საქართველოში მოსწავლეთა რაოდენობის 9%-ს
შეადგენს.
54 325 არაქართული მოსწავლის 47.7% აზერბაიჯანულენოვანი, 26.5%
რუსულენოვანი, ხოლო 24.5% სომხურენოვანია.
რადიო „მარნეული“