რას ჭამენ მარნეულელი ბავშვები სკოლაში ყოფნის დროს
გაზიანი სასმელები, ჩიფესები, საღეჭი რეზინები, ერთჯერადი სუპები, ენერგეტიკული სასმელები - ეს პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რასაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის შესასვლელთან, კუსტარულად მოწყობილ პატარა დახლზე ჰანიფა გულიევა 18 წელია ჰყიდის. სკოლაში ყოფნის დროს ეს მოსწავლეების ერთადერთი წასახემსებელი საშუალებაა, რაშიც დღიურად 2 ან 3 ლარს ხარჯავენ.



„მე წვიმაშიც აქ ვდგავარ და ვაჭრობ. ამ ზამთარში გარეთ როგორ შეიძლება დადგომა. 2 საათის მერე ვლაგდები და მივდივარ. ქარში, თოვლში, 18 წელია სულ ასე ვვაჭრობ. მარნეულის მაღაზიიდან ვყდიულობ რაღაცებს, მომაქვს და აქ ვყიდი. მოვიდნენ და ნახონ ნებისმიერის ვარგისიანობის ვადა. 10 თეთრზე მეტსაც არ ვუმატებ“ - ამბობს ჰანიფა გულიევა



მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებს პანდემიის შემდეგ წელს პირველად მიეცათ ბუფეტების გახნის უფლება. კვების ობიექტი მარნეულის მხოლოდ რამდენიმე საჯარო სკოლაში გაიხსნა, დაწესებულებების უმრავლესობა კი მუშაობის დაწყების მოლოდინშია. იქ, სადაც სკოლის შიდა პერიმეტრზე ბუფეტი არაა, მოსწავლეების ერთადერთი გამოსავალი სკოლებთან ახლოს მდებარე მაღაზები ან კუსტარულად მოწყობილი დახლებია, სადაც მხოლოდ მშრალი საკვების ყიდვაა შესაძლებელი. ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ ამბობს, რომ მათ ბუფეტში ჩიფსების, გაზიანი სასმელიების და სხვა მსგავსი წასახემსებლების გარდა არაფერი იყიდება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც კონტროლის მექანიზმი არსებობს.

„რამდენიმე კვირის წინ, ოთხ მოსწავლეს სტკიოდა მუცელი. მეხუთე კლასელები არიან და ერთნაირად ჰქონდა ყველას გულის რევის შეგრძნება. აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ჭამეს ჩიფსი და იყვნენ ავად. ფაქტია ბავშვები მოიწამლენ. ამას არც სკოლის დირექცია და არც ბუფეტი აღიარებს, მაგრამ ბავეშვები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩიფსისი ჭამის შემდეგ დაეწყოთ. ვფიქრობ, რომ სკოლებში ერთჯერადი სუპების და ჩიფსების მსგავსი არაფერი უნდა იყიდებოდეს. არ ვიცი, ჩიფსზე როგორ უნდა ვთქვა ნორმალური-თქო, მაგრამ აი „ლეისის“ და „დორიტოსის“ მსგავსი არ შემოდის, სულ სხვანაირი რამეებია, წარმომავლობა რომ არ იცი ისეთი. მეც ზოგჯერ ისე მშია ხოლმე, მართლა ჩავდივარ და ჩიფსს ვყიდულობ, რომ მეშვიდე გაკვეთილამდე გავძლო“
- გვიყვება პედაგოგი.

მასწავლებელის მსგავსად, მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც გვიყვებიან, რომ დღის განმავლობაში უმეტესად გაზიან სასმელებს, ჩიფსებს და ერთჯერად სუპებს ჭამენ.

„მე სულ ჩიფსებს და კოლას ვყიდულობ ხოლმე. პრინციპში, სხვა არჩევანი არც მაქვს. შესვენებაზე გავდივართ ხოლმე აქვე მდებარე მაღაზიებში“ , -
ამბობს მეთორმეტე კლასელი გოგო

„მე პირადად სახლიდნ წამოღრბას ვერ ვასწრებ ხოლმე, მშობლები მაძლევენ ფულს და დღეში 3-4 ლარი მჭირდება. რა არჩევანიც მაქვს იმას ვყიდულობ, ჩიფსები, კოკა-კოლა, ბულკები. გასულ წლებში როცა ბუფეტი მუშაობდა დიდი განსხვავება არც იყო გარეთ ნაყიდსა და სკოლაში ნაყიდს შორის. იქაც ვყიდულობდი ჩიფსს და აქაც. ერთადერთი რაც დამაკლდა სოსისიანი პურია. ბუფეტში მაგას მაინც ვყიდულობდი ხოლმე“ , - ამბობს ქალქ მარნეულში მცხოვრები მეთერთმეტე კლასელი გოგო.

‘ბუფეტი არ არის ჩვენს სკოლაში და სკოლასთან ახლოს ვყიდულობ ხან ჰოთდოგს ხან გაზიან სასმელებს ან ჟელიბონებს “, - თქვა მარნეულის ერთ-ერთი სკოლის მეთორმეტე კლასელმა ბიჭმა.



სკოლებში ბავშვთა არაჯანსაღ კვებას განიცდიან მშობლებიც. ამბობენ, რომ სახლიდან საჭმლის გატანებას უმეტესობა ვერ ახერხებს. სახარჯი ფული კი მშრალ საკვებში იხარჯება. მშობლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების საკითხს.

„პანდემიამდეც, სამწუხაროდ, ბუფეტებშიც იყო არაჯანსაღი საკვები. მინახავს ერთჯერადი სუპები და ზოგადად, ფასთ ფუდები, რაც ცუდად მოქმედებს ბავშვებზე. კარგი ინება, რომ სახელმწიფომ რაღაცნაირად დაარეგულიროს ეს ყველაფერი, რომ სკულებში დამკვიდრდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩენთვის, როგორც მშობლისთვის ერთ-ერთი სენსიტიური თემა სწორედ სკოლებში კვებაა. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ყველა ვერ ახერხებს სახლიდან წაღებას საკვებისას და მაღაზიებში ყიდულობენ ხოლმე. კარგი იქნება ყველა სკოლაში იყოს ბუფეტი და დაარეგულირონ ეს პროცესი“ - ამბობს მარნეულელი მშობელი ნილუფერ კურბანლი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც სკოლებში ბუფეტებზეა პასუხისმგებელი, ადგილობრივი რესურსცენტრია. როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, სკოლის გარე ტერიტორიაზე გაყიდულ პროდუტებზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საკვებ ობიექტებს კი გასხნის შემდეგ შეამოწმებენ.

„ამ ეტაპზე, ოფიციალურ პროცედურებს გადიან ბუფეტი გასახსნელად. ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რეურსცენტრის მხრიდან უახლოეს მომავალში იგეგმება ბუფეტებში მონიტორინგის განხორციელება. შემოწმების დროს ყურადღება ექცევა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, საკვები პროდუქტები უნდა აკმაყოფილედეს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, კერძოდ, არ შეიძლება ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, კრემიანი ნამცხვრები და სხვა მალფუჭებადი საკვები“ - ამბობს მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შენსრულებელი ალი გახრამანოვი.

2019 წლის შემდეგ სასწავლო დაწესებულებათა ბუფეტებში არც ერთი შემოწმება არ ჩატარებულა. სურსათის ეროვნული სააგენტო მიზეზად კორონავირუსის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, მარნეულის სკოლის ბუფეტებს გახსნის შემდეგ შეამოწმებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტებშია ჩასმული სკოლის ბუფეტები და შესაბამისად ვახორციელებთ ინსპეტირებას. ეს ყველაფერი მოიცავს მიღებიდან, მოზადების და გაცემის პროცედურების კონტროლს ყველა ეტაპზე სურსათისა. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში სკოლის ბუფეტები დაკეტეს, ახლა მხოლოდ რამდენიმე სკოლა მარაგდება სურსათით, ისიც მზა პროდუქტით. ადგილზე არ ხდება მომზადება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დირექტორებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ამიტომ, როდესაც ამოქმედდება სკოლებში ბუფეტები აუცილებლად შემოწმებდა. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის არაპორგანიზებული გარევაჭრობის ფაქტები, შეესაბამისად, ინსპეტირებას ვერ ვუტარებთ შემთხვევებს. ეთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ მოსახლეობას ვაცნობთ ინფორმაციას არ შეიძინონ სურსათი, სადაც არ არის მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები დაცული. ამით შემოვიფარგლებით, სამწუხაროდ.“ - ამბობს მირანგულა ლიპარტელიანი.



სასკოლო კვებაზე კონცეფციის შემუშავება საქართველოს საჯარო სკოლებში, UNICEF-ის ჩართულობით იგეგმება. როგორც რადიო „მარნეულს“, გაეროს ბაშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ უთხრა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ერთობლივად მუშაობენ.

„საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს“ , - ვკითხულობთ იუნისეფის მერი გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფოტო:UNICEF Georgia

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებში კვების უზრუნველსაყოფად მუშაობა დაწყებულია, თუცმა ვერ აკონკრეტეტებ თუ რა ვადებში ამოქმედდება სკოლებში ბუფეტები და როდის შეძლებენ მოსწავლეებისთვის ჯანსაღი რაციონის შეთავაზებას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები