სამი სოფელის სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტში მერია 135 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამ სოფელში სპორტული დარბაზის აშენებას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფლებში სპორტული დარბაზების ასაშენებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი 3 ნოემბერს გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, მერია სამი სპორტული დარბაზის მოსაწყობი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 135 000 ლარის დახარჯვას აპირებს.

სატენდერო წინადადების მიხედვით, სპორტული დარბაზის მოწყობა იგეგმება სოფელ წერეთელში, ალგეთსა და სადახლოში. თითოეული დარბაზის ასაშენებელი სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარს შეადგენს.

მარნეულის სამ სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 16-დან 25 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები