დიდ მუღანლოში სარწყავი წყლის ქსელის მოწყობა 21 342 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ დიდ მუღანლოში სარწყავი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 21 342 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დიდ მუღანლოში მოწყობილია სარწყავი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომლითაც წყალი გარკვეულ უბნებს უკვე მიეწოდება. ახალი პროქტის მიზანი კი მაგისტრალური მილსადენიდან სარწყავი წყლით 3 ახალი მონაკვეთის მომარაგებაა.

„პირველ მონაკვეთზე არსებულ მაგისტრალურ მილსადენზე ღია წესით მოხდება ახალი 110 მილიმეტრიანი 10 ატმოსფეროანი მილის დაერთება. მეორე მონაკვეთზე არსებული პოლიეთილების მაგისტრალური მილიდან მოხდება არსებულ ლთონის მილზე (ამჟამად უმოქმედო) დაერთება შემდეგ კი არსებული ლითონის მილიდან მოეწყობა ახალი პოლიეთილენის მილსადენი დიამეტრით 110 მილიმეტრი, 10 ატმოსფერო, სიგრძით 170 მეტრი. მოეწყობა ურდული და წყალი სავარგულებს მიეწოდება 40 მილიმეტრიანი პოლიეთილენის მილებით. მესამე მონაკვეთზე არსებული ლითონის მილზე მოხდება 110 მილიმეტრიანი 10 ატმოსფეროანი მილის დაერთება სიგრძით 230 მეტრი. პირველი 110 მეტრი მოეწყობა ღია წესით ხოლო დარჩენილი 120 მეტრი მილი მოეწყობა მიწის ქვეშ. მილს 1 ადგილზე მოუწევს ასფალტის გადაკვეთა ამიტომ მოხდება ასფალტობეტონის გადაჭრა და შემდეგ მისი აღდგენა“ - წერია ტენდერში

დიდ მუღანლოში სარწყავი წყლის ქსელის მშენებლობის თანხას 100%-ით აფინანსებს ადგილობრივი თვითმმართველობა. სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მუნიციპალიტეტმა 8 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 24-29 ნოემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

/გარეკანის ფოტო აღებულია ტენდერიდან/
Print