ზაურ დარგალმა მარნეულში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა
მარნეულის და გარდაბნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა 23 ნოემბერს მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 17 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.

სამძიმრის ტექსტი დარგალმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, მოზარდის ოჯახს მოთმინება და გამძლეობა უსურვა და ახალგაზდის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.


პოსტს წარმოგიდგენთ უცვლელად:

„მარნეულში მე-12 კლასის მოსწავლე ფირანგის ხალილოვას ტრაგიკულად დაღუპვამ ყველა ძალიან დაგვადარდიანა. ნათელში იყოს მისი სული. ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს ვუსამძიმრებ“.

აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს მარნეულში კოსტავას ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ, მოზარდს მანქანა დაეაჯახა. თვითმხილველების თქმით გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
რადიო "მარნეული"

Print
თეგები: Başsağlığı Qəza Zaur Darğallı