მარნეულის მერია 25 227 ლარის საკანცელარიო ნივთებს შეიძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკანცელარიო ნივთების შეძენისათვის ტენდერი გამოაცხადა.

მარნეული მერია, ტენდერის მიხედვით, მექანიკური ფანქრების, ფანქრის სათადარიგო გულების, ბურთულიანი კალმების, საშლელების, ფანქრის სათლელების, საკანცელარიო ნივთების, კალენდრების, სტეპლერებისა და მისი ტყვიების, ქაღალდის სკრეპების, ჭიკარტების, საკანცელარიო სარჭების, მაგნიტური დაფების საშლელების, მარკერების, საკორექციო საშლელების, მელანის, თვითკრობაი ქაღალდების, სამაგიდო თაროებისა და ორგანიზერების, ანტისტეპლერების, სახვრეტელების, საბუთების ჩასაწყობი ყუთების, ბაინდერების, კონვერტის გასახსნელი დანებისა, კონვერტების, ფლიფჩართის ქაღალდებისა და დაფების შეძენას 25 227 ლარად აპირებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკანცელარიო ნივთების შეძენისათვის ტენდერი 25 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 5 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო დოკუმენტაციისმიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას საკანცელარიო ნივთები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print