კოსტავას ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელს მერიაში მიმართვის შემთხვევაში დაამონტაჟებენ
კოსტავას ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელს მერიაში მიმართვის შემდეგ დაამონტაჟებენ. 23 ნოემბერს, მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ქუჩაზე სკოლა, კოლეჯი და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს.

გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და დღის განმავლობაში ასობით სატვირთო და მსუბუქი მანქანა მოძრაობს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და ავარიებივ ხშირია. გზაზე განთავსებული ერთადერთი მწოლიარე პოლიციელი კი დამონტაჟებიდან მალევე გაფუჭდა.

რადიო „მარნეულმა“ ადგილობრვ თვითმართველობას ჰკითხა, ხომ არ გეგმავენ აღნიშნულ მონაკვეთზე თავიანთი ინიციატივით მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებას ან რა ფორმითაა შესაძლებელი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, მერაბ კოსტავას ქუჩა საავტომობილო გზების დეპარტამენს ეკუთვნის. მწოლიარე პოლიციელის განსათავსებლად ადგილობრივებმა მერიას უნდა მიმართონ, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტი მათ საგზაო დეპარტამენთან გაუწევს შუამდგომლობას.

23 ნოემბერს მარნეულში მერაბ ქოსატავას ქუჩაზე, მეორე სკოლასთან ახლოს, ყიზილაჯლოში მცხოვრებ 17 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. 17 წლის მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში, მე-12 კლასში სწავლობდა და მოსამზადებელ კურსზე მიდიოდა. 

ამავე თემაზე: „მანქანები ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობენ, გზაზე შიშით გადავდივართ“ - კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლები
Print