„მოვკვდები, მაგრამ ჩემს მიწას არ დავთმობ" - თაქალოელები სახელმწიფო მიწების გასხვისებას აპროტესტებენ
29 ნოემბერს, სოფელ თაქალოს ცენტრში ადგილობრივები შეიკრიბნენ და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისება გააპროტესტეს. საუბარია 32 ჰექტარზე, რომელსაც მოსახლეობა ყოველწლიურად პროდუქტების მოსაყვანად ამუშავებდა და ერთ ჰექტარში თვიურად იჯარის სახით 102 ლარს იხდიდა.

მოსახლეობა გვიყვება, რომ მიწის გასხვისების შესახებ ახლახანს შეიტყვეს. შიშობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლს წაერთმევა.





„ჩვენ, გლეხები, მიწით ვარჩენთ ოჯახს. ჩვენი იმედი მიწაა. ამასაც გვართმევენ,რა გავაკეთოთ, რითი ვარჩინოთ თავი? ბანკებში გვავქს კრეტიდები“

„20 ოჯახი იქიდან იღებს პურის ფულს. დაგვპირდნენ, თქვეს, რომ მიწას გააფორმებდნენ და ჩვენ მოგვცემდნენ“

„ჩვენ მერთან, სოფლის რწმუნებულთან ვიყავით, ვთხოვთ, რომ მიწა, რომლიდანაც პურის ფულს ვშოულობთ არ წაგვართვან. ფარულად გაასხვისეს, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. რითი უნდა გადაიხადოს ამ ხალხმა კრედიტი?! რა არის ამ მუშების ბრალი? ეროვნებებს შორის დისკრიმინაცია როგორ შეიძლება?! ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილსაც ვთხოვთ დაინტერესდეს ამ ხალხმა სად უნდა იმუშაოს? მიწისგან გვაქვს შემოსავალი, ვალს ვუბრუნებთ, ვარჩენთ ოჯახებს“


ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ საქმის კუსშია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რომელიც მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეხვდა და ალტერნატივაზე ესაუბრა.

„გუბერნატორი ამბობს, რომ მიწას კაჩაგნიდან მოგცემენო. კაჩაგნელები ჩხუბს არ დაიწყებენ ? არ იტყვიან აქ რა გინდათო? - რათ გვინდა ჩვენ ეს?!“

„ჩვენ 32 ჰექტარი მიწა გვაქვს. გვართმევენ ამ მიწას. რას შეჭამენ ჩვენი შვილები?! მუხლებზე დაჩოქილებმა ეს მიწები ქვებისაგან გავწმინდეთ “

„მოვკვდები, მაგრამ მე ჩემს მიწას არ დავთმობ! მიწა ჩემია, ჩემიც იქნება!“

„არჩევნებში მოდიან, ტაშ-ფანდურით ხმას ვაძლევთ. ახლა სად არიან?!“


თაქალოელების თქმით, გამოსავალს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების რეაგირებაში ხედავენ. მათივე განმარტებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მსგავსად, პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს მარნეულის მერსაც. რადიო მარნეული ამ დრომდე ცდილობს ორივე უწყებაში გაარკვიოს, მიწები, რომელიც კერძო პირებზეა გადაცემული, როგორ შეეძლება მოსახლეობას სარგებლობა, არსებობს თუ არა ალტერნატივა და როგორ არის გათვალისწინებული აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ადგილობრივების ინტერესები.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები