„საქართველოს ღია საზოგადოების ფოდის“ წარმომადგენლებმა მარნეულში სხვადასხვა ორგანიზაციებში მომუშავე სტაჟიორები მოინახულეს
25 ნოემბერს პროექტის „ცოდნის და უნარების განვითარებისთვის ქსელები და პლატფორმების გაძლიერება“(LİNKS) ფარგლებში “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომამდგენლები მონიტორინგის მიზნით მარნეულში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა ორგანიზაციებში მომუშავე პსტაჟიორები მოინახულეს. აღნიშნულს ახალი აზროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელი არიზ დაშდამიროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზაციებს რომლებიც მათ მხარს უჭერენ და ამაყობს იმით, რომ მოქალაქეებისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში პარტნიორები არიან.

„ჩვენი ორგანიზაცია ქვემო ქართლში პროექტის პარტნიორია. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ძირითადად ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი აქტივობებს და პროგრამებს ვახორციელებთ. აღნიშნული პრაქტიკის პროგრამაც ერთ-ერთი მათგანია. პროგრამის ფარგლებში ამჟამად ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ორგანიზაციებთან 13 პრაქტიკოსი მუშაობს. ამ თვის ბოლოს კი ეს რიცხვი 20-მდე უნდა გავზარდოთ. ასევე მინდა აღვნიშნო რომ პროექტი მხარს უჭერს პროფესიულ განათლებას. დღესაც გურია, აჭარა და შიდა ქართლის რეგიონიდან პროფესიული სკოლის წარმომადგენლებმა მარნეულში მოქმედი პროფესიული განათლების დაწესებულებები მოინახულეს. მოქალაქეებისთვის ასე მნიშვნელოვან პროექტში პარტნიორობით ვამაყობ და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ორგანიზაციებს“. - აცხადებს არიზ დაშდემირლიმ




არიზ დაშდემირლის თქმით, უკვე მეორე წელია პროექტი LİNKS საქართველოს 4 რეგიონში - ქვემო ქართლში, გურიაშო, შიდა ქართლსა და აჭარაში ხორციელდება და დიდი წარმატეტბს მიაღწია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები