მარნეულის მერიამ მანქანის ძრავის შესაძენად 4 750 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მანქანის ძრავის შეძინისა და მონტაჟისათვის გამარტივებული შესყიდვა სს „ექსპრესი“-სთან გააფორმა.

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის,სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომანქანა საჭიროებდა ძრავის შეცვლას.

ძრავის შეძენისა და მონტაჟისათვის მერნაულის მერიამ იური სამხარაძის კომპანიას 4 750 ლარი გადაუხადა.

მარნეულის მერიასა და სს „ექსპრესი“-ს შორის ხელშეკრულება 29 ნოემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მანქანის ძრავი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარულ დღეში უნდა შეკეთდეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები