ტრენაჟორებს „მუცლისა და კუნთებისთვის“ მერია ხუთ სოფელში მოაწყობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ექვს სოფელში სოფლის პროგრამით განასხორციელებელი სამუშაოები გამარტივებული წესით შეისყიდა. ალგეთში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ სკოლის ეზოში, სოფელ ილმაზლოში, ამბაროვკაში, წერეთელსა და ნორგიულში სავარჯიშოების მოწყობა, ხოლო ენიქენდში მოსაცდელის მშენებლობა ავტოპავილიონის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებს შპს „სოფო“ მერიიდან პირდაპირი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულებს.

ალგეთში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ სკოლის ეზოში დაგეგმილია რამდენიმე სახეობის ტრენაჟრის მოწყობა. მათ შორის ტრენაჟორი „მუცლისა და კუნთებისთვის“ და „წელის კორექციისთვის“.

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 22 514. 96 ლარს. აქედან 15 520 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტით, 6 994,96 ლარი კი ადილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების განხორციელების ვადად 90 კალენდარული დღეა გათვალისწინებული. იგივე თანხები და ანალოგიური ტრენაჟორების მოწყობაა გათვალისწინებული ილმაზლოში, წერეთელში. ნორგიულსა და ამბაროვკაში.

რაც შეეხება სოფელ იენიქენდში მოსაცდელის მშენებლობა ავტოპავილიონის მოწყობას, მერია სამუშაოებში - 15 086. 64 ლარს გადაიხდის.

ექვსივე სოფელში პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 127 661.44 ლარს.

Print