ბოლნისში ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
დღეს, 2 დეკემბერს, ბოლნისის მუზეუმში, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მინაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ახალგაზრდების განვითარება და ახალგაზრდების მონაწილეობა თავიანთი ადგილობრივი თემის განვითარებაში და პრობლემების ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელივანი საფუძველი და ახალგაზრდების განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. სამწუხაროდ დღეს საქართველოში ახალგაზრდების მონაწილეობა არის ძალიან დაბალი. ახალგაზრდების დაახლეობით 30%-ზე მეტი არ მონაწილეობს შრომით ბაზარზე, არ მონაწილეობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამის იმედს ჩვენ გვაძლევს სწორედ ეს ახალგაზრდული ფორუმი რომელსაც ჩვენ დავესწარით ქვემო ქართლში".

ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ქვემო ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდეს რეკომენდაციები, თუ რა პროგრამების განხორციელებაა მნიშვნელოვანი ახალგაზრდული მიმართულებით.

საჯარო ტრანსპორტის პრობლემა, გენდერული თანასწორობის გამოწვევები და სპორტული და შემეცნებითი სივრცეები - მარნეულელმა ახალგაზრდწბმა სწორედ ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

"ჩვენ შარშან დეკემბერში ჩაგვიტარდა 4 დღიანი ტრენინგი პროექტის "ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ პროექტის განმავლობაში, შემდეგ კი იდეა გვქონდა გოგონათა საფეხბურთო ლიგის ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ კიდეც 3 აპტილს. ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან მარნეულში პირველად ჩატარდა ასეთი ტურნირი და მიხარია რომ ეს შევძელით. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს შეუძლია ძალიან ბევრი რამ და მათ აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია სოციალური ცვლილებების მოხდენა". - ამბიბს მარნეულელი ნინო გუსეინოვა

ბოლნისისა და რუსთავის მერების პარალელურად ფორუმზე სიტყვით უნდა გამოსულიყო მარნეულის მერი კენან ომაროვიც, მაგრამ მას ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია. ფორუმს ესწრებოდნენ მარნეულის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტისთვის პრიორუტეტული და უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერება.

"თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამა რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და მათი პრობლემების აღმოფხვრას, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტსაც ჰყავს ახალგაზრდული საბჭო რომელთა ინკცირებით შესაძლებელია დაინერგოს ყველა ის პროგრამა რომელიც ორიენტირებული იქნება მათ განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული სიახლეები რომელსაც შევიტანთ 2023 წლის ახალგაზრდულ პროგრამაში და რომელიც აუცილებლად განავითარებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც მათ მიერ არის ინიცირებული".
- განაცხადა ნინო დეკანოიძემ

ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობას იღებდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსფავსი ტიპის ფორუმების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი სურვილები და მოსაზრებები ხელისუფლების წარმადგენლებამდე მიიტანონ.

ფორუმის მიზანია შექმნას დიალოგის სივრცე ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადობის წევრებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესში გათვალისწინებას და მათი საკვანძო როლის აღიარებას უფრო თანასწორი, ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები