ორ თვეში ხუთი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაში მარნეულის მერიამ 58 774 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 5 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაში, ორი თვის განმავლობაში, 58 774 ლარი გადაიხადა. მარნეულის მერიას და შ.პ.ს „ექსპრეს-ტრანსი-2“-ს შორის გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიას მოსწავლეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ნოემბერ-დეკემბრის თვეში დაავალა.

საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მიმართულების მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არცერთ მოსწავლეს არ უწევდეს ფეხზე დგომა სატრანსპორტო საშუალებაში საჭირო ადგილების არარსებობის გამო. მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუადრეს 40 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან - არაუგვიანეს 40 წუთისა“ - აღნიშნულია ხელშეკრულების მოთხოვნებში

მოსწავლეთა ტრანსპორტირება შემდეგი ხუთი მიმართულებით განხორციელდა:
სოფელ აღმამედლოდან სოფელ კუშჩის ყოფილ საჯარო სკოლაში
სოფელ აღმამედლოდან სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლაში
სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლიდან სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში
სოფელ იმირის საჯარო სკოლიდან სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში
სოფელ თაზაქენდის N2 საჯარო სკოლიდან სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში
სოფელ კიროვკის საჯარო სკოლიდან სოფელ დამიაგიორარხის საჯარო სკოლაში

Print