მარნეულის მერია საახალწლო განათებების არ შემდგარ ტენდერს გამარტივებული წესით შეისყიდის
მარნეულის მერიის მიერ ქალაქის მოსართავად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის მომსახურებით შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 199 900 ლარის ღირებულების ტენდერი 22 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არვინ მიიღო.

როგორც რადიო „მარნეულის“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობს შემსრულებელმა, მაია ნავერიანმა უთხრა, სამუშაოებს გამარტივებული წესით შეისყიდიან.

„გამარტივებული წესით მოხდება ხელშეკრულების გაფორმება. ნებართვას ავიღებთ სააგენტოდან. ახლა უკვე ატვირთულია წერილი, საბოლოო დამუშავებას გადის და გააგზავნიან შესყიდვების სააგენტოში. პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ გვეცოდინება და მერე უკვე უმოკლეს ვადაში ხედება გამარტივებული წესით ხელშეკრულების გაფორმება“ - თქვა მაია ნავერიანმა.

გთავაზობთ ადგილებს, სადაც საახალწლო განათებების დამონტაჟება იგეგმება:

  • 26 მაისის ქუჩა - სკვერი „კიდევაც დაიზრდებიან“
  • 26 მაისის ქუჩის განათება დაიწყოს შემოსასველელიდან, მოეწყოს თაღი
  • 26 მაისის ქუჩა მოედნამდე განათდეს, ბოძები დაიტვირთოს ილუმინაციებით
  • 26 მაისის ქუჩის მოედანი-შადრევანი განათდეს ილუმინაციებით
  • 26 მაისის ქუჩა მოედნის შემდეგ განათდეს ყიზილაჯლოს ხიდამდე
  • სამედ ვურღუნის ქუჩა სრულად, მოედანი წერეთელის გადასახვევთან
  • მერიის შენობა, კულტურის სახლი
  • რუსთაველის ხიდამდე
  • ხიდიდან ბაზრამდე
  • ბაზრიდან არხამდე
  • არხიდან ათაჰოლდინგამდე
  • ათაჰოლდინგიდან ნარიმანოვის წრემდე
  • ნარიმანოვის ქუჩა

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. გამოცხადებული სამი ტენდერის მიხედვით, ახალი წლისთვის ადგილობრივმა თვთმმართველობამ 360 650 ლარი გამოყო 199 900 ლარად ქალაქის განათებას, 65 600 ლარად ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვას, ხოლო 85 150 ლარად ღონისძიების გამართვას გეგმავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები