გაზის დაბალი წნევის შემთხვევაში მოქალაქე ინდივიდუალურად უნდა დაგვიკავშირდეს - სოკარი
ზამთრის დადგომასთან ერთად სახლებში გაზის მოხმარება იზრდება. ოჯახების უმეტესობა ზამთრის პერიოდში სწორედ ბუნებრივი აირით თბება რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივი აირის სიმძლავრე მცირდება.

„უკვე რამდენიმე დღეა გაზი ძალიან ცოტა მოდის. წყალსაც ვერ ვადუღებთ, გათბობაზე აღარაფერს ვამბობ“. - გვეუბნება ქალაქ მარნეულში მცხოვრები პენსიონერი, რომელიც ბუნებრივი აირის სიმძლავრის გაზრდას ითხოვს.

რადიო „მარნეულს“ „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად უკვე დარეგულირდა ბუნებრივი აირის მიწოდების წნევა. ცხელ ხაზზე ასევე განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალქეს გაზი დაბალი წნევით მიეწოდება, მათ განცხადებით უნდა მიმართონ „სოკარ ჯორჯია გაზს“ რის შემდეგაც სპეციალური ჯგუფი მივა ადგილზე და გადაამოწმებს გაზის წნევას და აღმოფხვრის პრობლემას.

„სოკარ ჯორჯია გაზი“-თან დაკავშირება შემდეგ ცხელი ხაზის მეშვეობით შეგიძლიათ - 16 114 ან შეგიძლიათ მიწეროთ მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები