„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მარნეული-თბილისის მიმართულებით
საღამოს 9 საათამდე უნდა გაგრძელდეს“
-
ამ
მოთხოვნით სოციალურ ქსელში ონლაინ პეტიცია ვრცელდება.
მარნეულელი გულგუნ მამედხანლის განმარტებით, ონლაინ პეტიციის მთავარი
მიზანი ადგილობრივ თვითმართველობამდე პრობლემის შესახებ ინფორმაციის
მიტანა და მოგვარების გზების გამონახვაა.
„ძვირფასო სტუდენტებო, ვიცით, რომ მარნეული-თბილისის
მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მარშრუტები და
მიკროავტობუსები) 7 საათამდე მუშაობენ. ეს ართულებს ძირითადად
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მყოფი სტუდენტებს 7 საათის შემდეგ
მისვლა-მოსვლას. გვსურს, მარნეულის მერიას წარვადგინოთ პეტიცია
მარნეული-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის 9
საათამდე გაგრძელების შესახებ. ამისთვის გთხოვთ, ხელი მოაწერეთ ონლაინ
პეტიციაზე. „
ელექტონულ პეტიციას ამ დრომდე 161 ხელმომწერი ჰყავს. გულგუნ
მამედხანლის თქმით, ისინი ხელმოწერებს ფიზიკურ ფორმატშიდაც აგროვებენ
და მარნეულის მერიას განცხადებით 15 დეკემბერს მიმართავენ.