საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს სხვა პოლიტიკური
თანამდებობის პირებთან მომსვლელი სტუმრების გამასპინძლებისათვის
მერიამ ტკბილეული იყიდა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროდუქცია გამარტივებული წესით შ.პ.ს.
,,კრალ - XXI”-სგან 678 ლარად და 62 თეთრად შეიძინა. 32 სახეობის
პროდუქტიდან, ურავლესობა ტკბილეულია.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
2022 წლის 09 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შ.პ.ს. ,,კრალ -
XXI”-დან შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის ტკბილეული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს სხვა პოლიტიკური
თანამდებობის პირებთან მომსვლელი სტუმრების გამასპინძლებისათვის.
გთხოვთ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი გადააგზავნოთ მუნიციპალიტეტის
მერიაში, რათა მოხდეს გამოყოფილი თანხის გადარიცხვა.“ -
წერია გამარტივებული შესყიდვის ტენდერში, სადაც მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მატერიალურ – ტექნიკური და
კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თანხის გამოყოფის
თხოვნით მერიას მიმართავს.
შესყიდულ პროდუქციებს შორისაა: სხვხადასხვა სახეობის კანფეტები,
კრუასანები, ორცხობილები, რამდენიმე სახეობის ყავა და ჩაი.