ნარჩენების პრობლემა თაზაქენდსა და იმირში
პოლიეთილინის პარკები, ბავშვის საფენები, შუშის ნამსხვრევები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რასაც სოფელ თაზაქენდში შეხვდებით. არალეგარლური ნაგავსაყრელის გარშემო უსიამოვნო სუნი და ცუდ სანახაობაა. თაზაქენდში მცხოვრები აითაჯ მამედოვა გვიყვება, რომ ნაგვის ურნების არ არსებობის გამო მოსახლოება ნარჩენებს მდინარეში ან სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ყრის.

„ჩვენს სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა ნაგვის ურნების არ არსებობაა. ნარჩენს ყველა გზაზე ან მდინარეში ყრის, ეკოლიგიას ზიანს აყენებენ. ეს ბავშვების ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. როცა თამაშობენ, გზიდან რაღაცას იღებენ და პირში იდებენ. ისედაც, ქუჩაში დაყრილი ნაგავი ძალიან ცუდი სანახავია. მინდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“ - ამბობს აითაჯ მამედოვა.

თაზაქენდი ერთადერთი სოფელი არაა, სადაც ნარჩენების პრობლემაა. იგივე სიტუაციაა სოფელ ბაილარშიც.

„ჩვენს სოფელშიდაც არის ნაგვის პრობლემა. ხალხი ნაგავს ან არხში ან ცარიელი ადგილებზე ყრის. ამიტომ, ერთადერთი პრობლემა ეს გვაქვს. ზაფხულში ბავშვები მდინარეში ბანაობენ, ხალხი დასარეცხადაც იყენებს მაგ წყალს და ჩივიან, რომ დაბინძურებულია.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 84 სოფელია, უმრავლესობაში შპს „სუფთა მანეული“ ოპერირებს. როგორც მუნიციპალური კომპანიის ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, კონკრეტული გეგმები დასუფთავებასთან დაკავშირებით აღნიშნული სოფლების მიმართულებით არ აქვთ. რაც შეეხება სანაგვე ურნებს, მუმლაძის განმარტებით უახლოეს მომავალში ახალ 800 ცალ ურნას მიიღებენ და მოთხოვნის შესაბამისად გადაანაწილებენ.

„ამ ეტაპზე, შიდა სოფლებში არსად შევდივართ, მაგის საშუალება არ არის, ტრანსპორტი სჭირდება. (ნაგავმზიდი) ველოდებით მანქანას, თუ მოგვივიდა, რამდენიმე სოფელი შეიძლება დავამატოთ, ზუსტად არ ვიცი. ურნები დაემატება, სადაც მოითხოვს საჭიროება. 800 ცალ ურნას ველოდებით, წესით 25 დეკემბრამდე უნდა მივიღოთ.“ - ამბობს მუმლაძე

მარნეულის მერიამ 829 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი 493`255 ლარად შეიძინა. სატენდერო წინადადების მიხედვით, პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერები 1 100 ლიტრის მოცულობის იქნება, მაქსიმალური ტვირთამწეობა კი 440 კილო უნდა ჰქონდეს.


სტატიის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს ალია აბდულაევამ და აისუ არიშოვამ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები