მერიამ 4 980 ლარი გადაუხადა მედიასაშუალებას, რომელიც მათ საქმიანობას გააპიარებს
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარი საქმიანობის გასაპიარებლად 4 980 ლარი ახალი ამბების სააგენტოს (ინტერპრესნიუსს) გადაუხადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა. ”ინტერპრესნიუსი” ვალდებული იქნება 2023 წლიდან გააშუქოს მერიის მიერ ჩატარებული ღონისძიებები და გამოაქვეყნოს ანონსები თვეში არაუმეტეს 10 -ჯერ. მედიასაშუალებისათვის თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს, საზოადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით ჭიკაძემ მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, კულტურული და სპორტული აქტივობების და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების, შესახებ ინფორმაციის გავრცელება პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევთ, საინფორმაციო სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობას. 2023 წლის იანვრიდან - დეკემბრის ჩათვლით, საინფორმაციო სააგენტომ, მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოს საკუთარ საიტზე, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის გავრცელების დამატებითი ინსტრუმენტი იქნება. სააგენტოსთან ურთიერთობის ფარგლებში, მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტის საქმიანობის, ჩატარებული ღონისძიებების, ასევე ანონსებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, ყოველთვიურად, თვეში 10-ჯერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ საკითხის განხილვა დაავალოთ შესაბამის სამსახურს, რათა მოხდეს კანონდმებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.“
- წერია მოხსენებით ბარათში.

აღნიშნულ მომსახურების საფასური თვეში - 415 ლარია. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია „ინტერპრესნიუსს“ ინფრმაციის გავრცელებაში თანხას 20222 წელსაც უხდიდა, თუმცა ეს ერთადერთი მედიასაშუალებაა არაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ფულს უხდის.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google