დმანისელი ლაშა ჩხვიმიანი თეატრიდან "შეხვედრის ადგილამდე
მას შემდეგ, რაც დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაშლილად გამოაცხადა, ხოლო ერთადერთი კანდიდატის, ლაშა ჩხვიმიანის, ნაცვლად სამხატვრო ხელმძღვანელად ქუთაისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნა, ლაშამ მაინც დმანისში დარჩენა და საკუთარი ერნერგიის ადგილობრივი თემის განვითარებაში დახარჯვა გადაწყვიტა.

ასე დაარსდა ორგანიზაცია „შეხვედრის ადგილი.

ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ვეცადეთ რომ ჩვენსავე ორგანიზაციის სახელში გამოჩენილიყო. „შეხვედრის ადგილი“ - ასე ჰქვია ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენია ამ პატარა მუნიციპალიტეტში ერთმანეთისგან გაუცხოებული საზოგადოება შევახვედროთ ერთმანეთს და შევახვედროთ პოზიტიურ გარემოში, სადაც გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ღირებულებებს, აღმოაჩენენ ერთმანეთს და დააფასებენ ერთმანეთის შეხედულებებს.”



ლაშა ამბობს, რომ ორგანიზაციის შექმნას წინ უძღვოდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 200 ამდე დმანისელი ახალგაზრდა გამოიკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობამ თქვა, რომ დმანისში საკუთარი მომავალი არ წარმოუდგენია.

ძალიან შეგვაშფოთა ამ შედეგმა რადგან 200 ადამიანიდან 5-10 ბავშვი თუ იყო, რომელმაც გვითხრა რომ დამნისში დაბრუნება და აქ ცხოვრების გაგრძელება სურთ“.

კვლევა, რომლის საფუძველზეც ლაშამ პროექტის დაწერა გადაწყვიტა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. მაშინ ახალგაზრდებს სურვილების ჩამოწერა თხოვეს, რა უნდა განხორცილებულიყო მუნიციპალიტეტში რათა ისინი დმანისში დარჩენილიყვნენ. ლაშას თქმით, ძირითად შემთხვევებში ბავშვები პრობლემად ისეთი ადგილების ნაკლებობას ასახელებდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვედებოდნენ, გაიცნობდნენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებნენ.

„ვეცადეთ, ჩვენი ერთლიანი პროექტი, რითიც ვიწყებთ ორგანიზაციის ფუნქციონირებას ყოფილიყო ამ საჭიროებებზე მორგებული, ამ ოცნებების ახდენაზე ორიენტირებული“.

მიუხედავად იმისა, რომ დმანისი პატარა მუნიციპალიტეტია და სულ 20 000 ადამიანი ცხოვრობს, ლაშა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში საგრძნობლად შეიმჩნევა გაუცხოება, რომელიც ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორისაა.

ამაზე ყველაზე მეტად დამაფიქრა დმანისში ორი წლის წინ მომხდარმა ჩხუბმა, ეთნიკურმა დაპირისპირებამ. ვიღაცეები არ არქმევენ ამას, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და დიახ, ეს იყო ეთნიკური დაპირისპირება. ამან დამაფიქრა, მითუმეტეს მე სვანი ვარ და მამაჩემისგან მქონდა მოსმენილი 1989 წელს მომხდარი დაახლოებით იგივე ისტორია და მე ვფიქრობდი რომ ეს არასდროს არ განმეორდებოდა და ის წარსულს ჩაბარებული ამბავი იყო, მაგრამ ერთ-ერთ საღამოს უცბად ვხედავ, რომ ეს მამაჩემის მონათხრობი ამბავი ჩემს გვერდით ცოცხლდება და ეკრანზე ვუყურებ. მაშინ დავფიქრდი თუ რატომ შეუძლიათ პატარა მუნიციპალიტეტში, პატარა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ერთ დღესაც ასე უმოწყალოდ გაიმეტონ ერთანეთი და რკინის ხელკეტები და უროები ურტყან ერთმანეთს გამეტებით. ეს იმის ბრალია, რომ ეს ადამიანები ვერსად ვერ ხვდებიან ერთანეთს. დმანისში ასეთი მდგომარეობაა, ქალაქში ძირითადად ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ და სოფლებში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები.

დმანისში მუნიციპალური საჯარო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ლაშას თქმით, ამის გამო ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის გადაკვეთა საჯარო ტრანსპორტშიც კი არ ხდება. მუნიციპალიტეტში არაა კაფე, სადაც მოქალაქეები თავისუფალ დროს გაატარენდნენ და არაა სივრცე სადაც ახალგაზრდები განათლების და განვითარების ალტერნატიულ საშუალებებს მიიღებენ.

სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისათვის ლაშამ გადაწყვეიტა შეექმნა „შეხვედრის ადგილი.“ ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი პროექტი „უფასო ტაქსია“ რომლის მეშვეობითაც ჩხვიმიანი ადგილობრივებს ესაუბრება, ისმენს მათ პრობლემებს, წუხილს, გამოცდილებას, ხოლო შემდეგ ამ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებს.



ლაშა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას 2017-2021 წლებში იკავებდა. თეატრის მწირი რესურსების მიუხედავად ოთხი წლის განმავლობაში იდგმებოდა სპექტაკლები, ტარდებოდა საგანმანათლებლო აქტივობები და თეატრი დადიოდა სოფლებში, რადგან მუნიციპალიტეტში საჯარო ტრანსპორტი არ მოძრაობს.

„ვიყავით კონცენტრირებული, რომ ეს საჭიროება რაც ადგილობრივებს აქვთ გარკვეულწილად დაგვეკმაყოფილებინა და ყველას სახლამდე მისულიყო თეატრი, ეს იყო ჩვენი ძირითადი მიზანი.

2021 წელს კვლავ მიიღო სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა.
„ვიყავი ერთადერთი კონკურსანტი, სხვა კანდიდატი არ ყოფილა. თვენახევარი ველოდებოდი კონკურსის შედეგებს და თვენახევრის შემდეგ, 8 თებერვალს, უეცრად ვიგებ სამინისტროს ფეისბუქ გვერდიდან რომ თურმე ეს კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე და იმ დღესვე კონკურსის გარეშე დაინიშნა სხვა ადამიანი. მე დღემდე ვეძებ ამაზე პასუხს, დაწყებული მინისტრისთვის პირად ფეისბუქ გვერდზე მიწერით, დამთავრებული სახალხო დამცველით, ყველაფერი ვცადე, მაგრამ დღემდე არ მაქვს პასუხი თუ რა მოხდა და დღემდე ვარ ასეთ მდგომარეობაში რომ ვმარჩიელობ, თუ რატომ მოხდა ეს“.

ლაშა ამბობს, რომ კულტურის სამინისტროდან მას არაოფიციალურად შეატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი არ დანიშვნა მუნიციპალიტეტთან არსებული უთანხმოების გამო მოხდა.

„ეს უთანხმოება გამოიხატებოდა იმაში, რომ ვდგამდით სპექტაკლებს, რომლებიც არ მოწონდა ადგილობრივ თვითმმართველობას. სწორედ ეს ხმა გამოვიდა სამინისტროდან და მინისტრის სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმაც რამდენიმე ინტერვიუში გაიმეორეს, რომ ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მე მაინც არ მინდა ამ ყველაფრის დაჯერება, რადგან თუ მართლა ასეა და თუ ვინმეს კანდიდატურას იმიტომ არ ირჩევ, თუ რა სპექტაკლებს დადგდა და მუნიციპალიტეტთან ვერ „ალაგებდა“ საქმეს, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე და ბოლომდე ამასაც ვერ ვიჯერებ. მაგრამ ფაქტი საბოლოოდ ამ შემთხვევიდაა არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ხდება უსამართლობა, ყველანი ვთანხმდებით რომ მოხდა უსამართლობა, მაგრამ რა? არაფერი“.

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც დმანისის სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, კულტურის სამინისტრომ თეატრის დაფინანსებაც გაზარდა, მაგრამ დმანისში სპექტაკლი ჯერ კიდევ არ გამართულა. ამ პერიოდის მანძილზე დმანისის თეატრმა ითამაშა თბილისში, დადგა პექტაკლი სვანეთში, იყო გასტროლებზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ დმანისელ მაყურებელს სპექტაკლების ნახვის საშუალება ჯერაც არ ქონია.

ლაშა ფიქრობს, რომ თეატრის მთავარი ფუნქცია პრობლემებზე საუბარია. თეატრს შეუძლია ფარდა ახადოს იმ პრობლემებს, რომლების დაფარვაც ხელისუფალს სურს. ლაშას აზრით, ამის გარეშე თეატრი ფუნქციას კარგავს.

მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ პროექტი დავიწყე, თავი ქუდში მაქვს და გავჩუმდე, რადგან ბევრად უფრო მნიშნველოვანია დმანისში და არა მარტო დმანისში მონიტორინგი, თუ რაში იხარჯება სახელმწიფო ფული, თუნდაც სარეპერტუარო პოლიტიკა რა აქვთ.“
ლაშა ღიად აკრიტიკებს დმანისის თეატრის ამჟამინდელ მიდგომას და თვლის, რომ რეპერტუარი რეგიონის სპეციფიკას უნდა ესადაგებოდეს. „ხალდეს აჯანყება“ რომელზეც დასი ამჯამად მუშაობს ლაშას აზრით რეგიონის პრობლემებისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებას აჩვენებს.

იმ ფონზე თუ რაც მოხდა ორი წლის წინ, დმანისში „ხალდეს აჯანყების“ დადგმა არის დანაშაული,“ ამბობს ლაშა.

დამკვიდრებულია აზრი, რომ დმანისის თეატრი არის სტრატეგიული თეატრი, რადგან დამანისში ფუნქციონირებს და ის უნდა ლაპარაკობდნეს ეროვნულობაზე, მაგრამ სწორედ ეს ეროვნულობა ესმით გაუკუღმართებულად. რასაც აკეთებენ, იმით პირიქით საქმეს აფუჭებენ, მე ასე მგონია. დღეს დმანისში უნდა დაიდგას სპექტაკლები, რომლებიც ადამიანებს ჰუმანიზმს დაანახებს, სწორედ ჰუმანიზმის ნაკლებობაა დღეს დმანისში“.

ლაშას სურს რომ „შეხვედრის ადგილი“ გახდეს ის სივრცე, რომელიც ასე სჭირდება დმანისს და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემებზე იმსჯელებს და საერთო ენას გამონახავს. სივრცე, სადაც ასეთი შეხვედრები გაიმართბეა ადგილი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით და შემოწირულობებით მეშვეობით უკვე შენდება.



ლაშა იმედოვნებს, რომ ცენტრი 2023 წლისთვის გაიხსნება აქ ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი კაფე, კინოთეატრი, კამერული თეატრი, შეხვედრების ადგილი, წიგნების მაღაზია, თეატრალური სტუდია და არაფორმალური განათლების კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ „შეხვედრის ადგილი“ დიდ ტერიტორიას არ იკავებს ლაშა იმედოვნებს, რომ სწორედ ის გახდება ადგილი, რომელიც დმანისელებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები