„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - მარნეულში USAID- ის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ -  23 დეკემბერს მარნეულში პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. USAID- ის 5 წლიანი პროგრამის პარტნიორი მარნეულიდან სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრია. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  რაშან ზიადალევი რადიოსთან საუბარში ამბობს, პროგრამა მუნიციპალიტეტისთვის დიდი შესაძლებლობაა, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაციაა.

„პროგრამის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. აღნიშნულ პროცესში არაერთი ორგანიზაცია ჩაერთვება. თექვსმეტი ცენტრი  მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება როგორც ჰაბი და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრიც ითანამშრომლებს USAID- ის და სხვა დონორების ყველა პროგრამასთან. ჩვენს ცენტრში გვექნება ქართული და ინგლისური ენის კურსები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის და ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, რაზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, საქართველოში სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებაზე. თუ ვცხოვრობთ საქართველოში, ყველა ვართ საქრთველოს მოქალაქე, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ გაუცხოება, გულგრილობა დისკრიმინაცია არ განხორციელდეს ერთმანეთის მიმართ. პროექტის ფარგლებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აქტიურად ითანამშრომლებ ეროვნულ უმრავლესობასთან“



დღევანდელ პრეზენტაციას მარნეულში ესწრებოდა USAID- ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი.  როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბარში განმარტავს, მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. სწორედ ისინი მიიღებენ ცოდნას არაფორმალური განათლების მიმართულებით, შეიძენენ  უნარ-ჩვევებს, რაც მათ სამომავლო საქმიანობაში დაეხმარებათ. პროგრამა ორიენტირებულია იმუშაოს ბევრ სხვადასხვა ჯგუფთან, როგორც ეთნიკური უმცირესობების ასევე, უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

„არ არის საკითხები, რომელიც ეხება მხოლოდ ერთ ჯგუფს. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ეხება ბევრ სხვადასხვა ჯგუფს და მათ ბევრი აქვთ საერთო.  რაც მთავარია, შეუძლიათ საქმის ერთად კეთება. ჩვენ 14 ახალგაზრდული ცენტრი გვაქვს და ბევრ საკითხზე იმუშავებენ ერთად. მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებას, ოღონდ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანია კულტურულად, ეთნიკურად, რელიგიურად და ეს არის სიმდიდრე, რომლის დაფასებაც და პოპულარიზაციაც უნდა შეგვეძლოს და მასაც აქტიურად შევუწყობთ ჩვენ ხელს. პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ითანამშრომლოს ბევრ სხვადასხვა აქტორთან როგორც  სახელმწიფოდან, ასევე კერძო სექტორიდან, რითაც გვინდა ხელი შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის უკეთ და ეფექტურად განხორციელებას“



USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ , საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები