დღეს, 26 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომა
გაიმართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე 46 856 300 ლარით
განისაზღვრა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში გვითხრეს, ეს არ არის
ბიუჯეტის საბოლოო ვერსია და თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდანაც
ელოდებიან. მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხების შესახებ
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა მაია ნავერიანმა ისაუბრა.
„
ბიუჯეტი მთლიანად განსაზღვრულია 46 856 300 ლარი. მათ შორის
საკუთარი 56 366 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით ჯერჯერობით 490 000 ,
თუმცა გაიზრდება იანვარში. შრომის ანაზღაურება 6 813 500 ლარია
განსაზღვრული. საქონელი და მომსახურების მუხლში 6 270 400 ლარი,
სუფსიდიებში 15 349 000 ლარი , სოციალური უზრუნველყოფა 2 811 000
ლარი, თუმცა აქაც მიმდინარეობს პროექტის დამუშავება და სავარაუდოდო
გაიზრდება, ჯერ არ არის პროექტი ბოლომდე შემუშავებული. როგორც კი
გადმოგვეცემა დამტკიცებული, იმის მიხედვით მოვუმატებთ თანხას. სხვა
თანხების მუხლში გვქვას 2 338 500 ლარია გათვალისწინებული“ -
თქვა მაია ნავერიანმა.
მარნეულის თვითმმართველობის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვას არ
დასწრებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მას შემდეგ რაც „ენმ“-ს
წევრმა ლაშა ქველაძემ საკრებულოში სიტყვა ითხოვა და მას ამის უფლება
საკრებულოს თავმჯდომარემ არ მისცა პროტესტის ნიშნად ოპოზიცია
დარბაზიდან გავიდა. მანამდე კი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან
გიორგაძემ ლაშა ქველაძეს სიტყვით გამოსვლა მოგვიანებით შესთავაზა. მას
შემდეგ, რაც საუბარი 2023 წლის ბიუჯეტზე გადავიდოდა. ბიუჯეტუს
დამტკიცების გადაწყვეტილება უმრავლესობამ ერთხმად მიიღო.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სულ 7 საკითხი განიხილეს. სხდომა
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო