მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ოპოზიციამ საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა
მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ოპოზიციამ საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დაწყებისას ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლაშა ქველაძემ საკრებულოში სიტყვა ითხოვა, საკრებულოს თავმჯდომარემ კი მას განუმარტა, რომ სიტყვით გამოსვლას, მოგვიანებით, 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას შეძლებდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წევრებმა საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვეს. 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ლაშა ქველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი, რომლის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღეთ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-მ და სხდომა პროტესტის ნიშნით დავტოვეთ, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტის შედგენისას არ გაითვალისწინა ჩვენი არცერთი ინიციატივა და შენიშვნები, რომელიც წერილობითი სახით გადავუგზავნეთ მერიას კანონით გათვალისწინებულ ვადებში.“ - წერს ქველაძე ფეისბუქზე.

ფრაქცია ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ს ინიციატივა და შენიშვნები მოიცავდა შემდეგს:

1. ხანდაზმულები -დადგენილია 200 ლარიანი დახმარება, ამას დაემატოს 100 ლარი და გახდეს 300 ლარიანი სერვისი. ერთჯერადად.
2. შშმ და სოციალურად დაუცველი ვეტერნები - ამჟამინდელ 200 ლარიან სერვის დაემატოს 200 ლარი და გახდეს 400 ლარი. ერთჯერადად.
3. ყველა ვეტერანს განურჩევლად სტატუსისა ( პროგრამაში ამჟამად არაა საერთოდ გათვალისწინებული და უნდა დაემატოს) მუნიციპალიტეტის მაშტაბით ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 ლარით. ერთჯერადად.
4. სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი - ამჟამინდელი პაკეტი შეადგენს 200 ლარს - დაემატოს 200 ლარი და გახდეს 400 ლარი. ერთჯერადად.
5. ყველა მარტოხელა მშობელი
( განურჩევლად სოც სტატუსისა რომელიც არაა გათვალისწიმებული ამჟამინდელ პაკეტში ) დახმარება განისაზღვროს 300 ლარით. ერთჯერადად
6.სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ დახმარებას - 200 ლარს, დაემატოს 200 ლარი და განისაზღვროს 400 ლარით. ასევე მრავალ შვილიან ოჯახებს რომელთაც არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამჟამინდელ ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული მათი დახმარება დაემატოს ბიუჯეტში და განისაზღვროს დამხარება 300 ლარით. ერთჯერადად.
7. სოციალურად დაუცველი სამშვილიანი ოჯახები რომელთა დახმარება არაა გათვალისწინებული ბიუჯეტში დღეის მდგომარეობით დაემატოს და განისაზღვროს 300 ლარით. ერთჯერადად.
8. ობოლ ბავშვებზე დახმარება რომელიც ამჟამინდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 ლარით, შემდეგი წლის ბიუჯეტში განისაზღვროს დამხარება 300 ლარით. ყოველთვე.
9. სოციალურად დაუცველები
0 - 15 0000 ქულა, ამჟამინდელ ბიუჯეტში განსაზღვრულია 200 ლარიანი დახმარება და შემდეგი წლის ბიუჯეტში განისაზღვროს 400 ლარით. ერთჯერადად.
10. უსინათლო და სმენადაქვეითებულებს - 50 ლარიანი პაკეტი გაიზარდოს 100 ლარით და განისაზღვროს 150 ლარით. ყოველთვე
11. სტუდენტებს რომელთა ოჯახიც არის სოც დაუცველი, ობოლი ან ვეტერანის შვილი დღეის მდგომარეობით განსაზღვრული აქვთ დახმარება ერთჯერადი 500 ლარით , ამას დაემატოს კიდევ 500 და განისაზღვროს 1000 ლარით დახმარება. აგრეთვე იმ ოჯახებეს რომელთაც ჰყავთ ერთზე მეტი სტუდენტი დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია დახმარება მხოლოდ 500 ლარით , შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს 500 ლარიანი დახმარებით თითოეულ სტუდენტზე ოჯახში განურჩევლად სოციალური სტატუსისა.
ამჟამინდელ ბიუჯეტში დახმარება გათვალისწინებულია მხოლოდ ბაკალავრიატზე სწავლის დახმარება 1000 ლარით 90 ქულის ზევით, შემდეგი წლის ბიუჯეტში შევიდეს ცვლილება და დახმარება განისაზღვროს სამაგისტრო და დოქტურანტურის სტუდენტებზეც შემდეგი ქულებით:
81- 90 ქულამდე - 800 ლარი.
91- 95 ქულამდე - 1000 ლარი.
95 ქულიდან ზემოთ - 1500 ლარი.
აგრეთვე მშობლების მხრიდან გამოითქვა პრობლემა რომ ზოგიერთი სტუდენტს ლექციები უმთავრდება საღამოს 9 საათზე და იძულებული არიან ტაქსით იმგზრონ მარნეულამდე , რაც იწვევს დამატებით ხარჯებს რომელიც საკმაოდ რთულია მათი ოჯახებისთვის , ვინაიდან ვერ ახერხებენ ბინის ქირაობას, ითხოვენ დაინიშნოს ერთი ტრანსპორტი რომელიც უზრუნველყოფს საღამო საათებში
( 21:00 დან 22:00 საათამდე) სტუდენტების ტრანსპორტირებას მარნეულში. ხოლო დანარჩენ სტუდენტებს რომლებიც ფინანსდებიან გზის ხარჯით 50 ლარიანი პაკეტით გაიზარდოს 100 ლარამდე. ყოველთვე.
აგრეთვე მომხდარიყო შტატების შემცირება, რის შედეგადაც დაზოგილი თანხები გადანაწილებულიყო სოციალურ პროგრამების ნაწილში.
ასევე 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო დამატებითი თანხები:
ა) გზის მშენობლობა რეაბილიტაციაზე.(კოდი 020102).
ბ) სასმელი წყლის მშენებლობა რეაბილიტაციაზე,(კოდი 02 02 02), რათა მარნეულის მოსახლეობას 2023 წელს არ ჰქონოდა სასმელი წყლის პრობლემა.
გ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია (კოდი 02 02 04).
დ) ქ.მარნეულში ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ივანე ჯავახიშვილის პარკის რეაბილიტაცია, (რომელიც დღეის მდგონარეობით სავალალო მდგომარეობაშია).


აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე 46 856 300 ლარით განისაზღვრა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში გვითხრეს, ეს არ არის ბიუჯეტის საბოლოო ვბერსია და თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდანაც ელოდებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები