მარნეულის მერია 31 822 ლარად სასმელი წყლის შეძენას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 58 000 ლიტრი სასმელი წყლის შესყიდვას გეგმავს. მარნეულის მერიამ სასმელი წყლის შესყიდვისათვის ტენდერი 23 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, მერია გეგმავს წყლის დისპენსერების და ჭიქების შეძენასაც.

„ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი ტიპის არაგაზირებული წყალი არანაკლებ 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის ჭურჭელი, განკუთვნილი უნდა იყოს წყლის დისპენსერისთვის - 3 000 ცალი. სასმელი მინერალური წყალი, 0,5 ლიტრიანი ბოთლი - ბოთლის მასალა: პოლიეთილენი; ჰერმეტული თავსახურით, ბრენდული ეტიკეტით, შესაბამისი თანდატანილი მონაცემებით - 2 000 ცალი და ერთჯერადი პლასტმასის გამჭირვალე ჭიქა - 10 000 ცალი“ - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

სატენდერო წინადადების მიხედვით, წყლის ბიდონების პარალელურად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 36 წყლის დისპენსერის მიწოდება, რომელიც მერიას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

მარნეულის მერია სასმელი წყლის შესყიდვას 31 822 ლარად გეგმავს. სატენდერო წინადადების მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამელი წყალი მერიას ეტაპობრივად 2023 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში უნდა მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები