მერიის და „კიდევაც დაიზრებაიანის“ დასაცავად 2023 წელს 202 800 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ადმინისტრაციული შენობისა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ და მისი მიმდებარე ტერიტორიის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვისათვის 202 800 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მერიის შენობისა და ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ დაცვის მომსახურება 2023 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

202 800 ლარიანი ხელშეკრულება დაცვის პოლიციის ინსპექტორების ყოველთვიური ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული. ერთი უფროსი ინსპექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 1 900 ლარი იქნება და ის წლის განმავლობაში 22 800 ლარს მიიღებს, ხოლო ერთი უმცროსი ინსპექტორის ანაზღაურება 1 250 ლარი იქნება. მერიის და „კიდევაც დაიზრებეიანის“ დასაცავად 12 უმცროსი ინსპექტორი იქნება დასაქმებული, მათი ხელფასებისათვის კი ერთი წლის განმავლობაში 180 000 ლარი არის გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან აღნიშნული სახის ხელშეკრულება მარნეულის მერიამ 2022 წელსაც გააფორმა. 2022 წელს დაცვის სამსახურს მერიამ 162 000 ლარი გადაუხადა.

რადიო „მარნეული“

Print