მარნეულისთვის შესყიდული 829 სანაგვე ურნის განაწილება დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტმა 829 ცალი ახალი სანაგვე ურნა მიიღო. კონტეინერები ამ ეტაპზე განთავსებულია სოფელ წერეთელში, საიმერლოსა და ნორგიულში. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი, ლერი მუმლაძე ამბობს, სანაგვე კონტეინერები, ჯერჯერობით, მხოლოდ წერეთლის თემში დადგეს.

„სულ 66 ურნა გვაქვს ჯერ გატანილი. კიდევ არის გადასანაწილებელია სადაც არის გამოსული მწყობრიდან ურნები შეიცვლება და დამატებით გადანაწილდება. ჯერ ვგემავთ, ამინდიც არ გვაცდის. ალბათ თამარისში, ალავარსა და დიოკნისშიც განვათავსებთ.არ ვიცით ზუსტად, დასაგეგმი გვაქვს“ - ამბობს ლერი მუმლაძე.

შპს „სუფთა მარნეული“ მუნიციპალიტეტის 55%-ს ემსახურება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 829 ურნის შესაძენად ტენდერი ხუთი თვის წინ გამოაცხადა. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი გამოიყო.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებული შპს „ორიენტირი“ გახდა, რომელმაც მუნიციპალიტეტს ნაგვის ურნების ყიდვა 493 255 ლარად შესთავაზა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები