მარნეულის მერია სხვადასხვა საჭიროებისათვის მგზავრების გადასაყვანად ტრანსპორტს დაიქირავებს
მარნეულის მერიამ მგზავრების გადაყვანის მიზნით სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების  შესყიდვისათვის 42`372 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხმა 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. როგორც რადიო „მარნეულს“ მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ტენდერით შესყიდულ მომსახურებას წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ გამოიყენებენ, მათ შორის ეს შეიძლება მოიცავდეს საექსკურსიო მარშრუტებსაც.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრების გადაადგილება ეტაპობრივად, ქალაქ მარნეულიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, არანაკლებ 25 680 კილომეტრის ფარგლებში).

მომსახურება გაწეული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 1-ლი იანვრისა) კილომეტრაჟის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
შემსყიდველი მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე, მიაწვდის ინფორმაციას (მინიმუმ 24 საათით ადრე) ქ. მარნეულში კონკრეტული ადგილის, კონკრეტული დროის, კონკრეტული მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალებების ერთეული რაოდენობის შესახებ.

„მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 10  ერთეული (სატრანსპორტო საშუალება მინიმუმ 16-22 მგზავრზე დასაჯდომი ადგილით) სამგზავრო ტრანსპორტის გამოყვანა.(ტრანსპორტის ერთეული რაოდენობები ყოველ კონკრეტულ დაკვეთაზე განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად)“ - წერია ტენდერში.

სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მომსახურების  შესყიდვისათვის მერიამ ტენდერი 12 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 18-20 იანვრის პერიოდში შეეძლებათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები