რა სახის პროექტების დაფინანსებაა შესაძლებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა პროექტების ჩამონათვალი, რომლის დაფინანსებაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შეგეძლებათ.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტების განხორციელება:

•სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავენაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);
•სარწყავი სისტემები;
•სანიაღვრე არხები;
•ნაპირსამაგრი სამუშაოები;
•გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
•ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
•გარე განათება;
•სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
•სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
•ამბულატორიის შენობები;
•სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
•სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
•სკვერები,მათ შორის,საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე
სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
•წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
•მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
•გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად,
შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი
ნიშნების განთავსება.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური ფორმის სახით.

სოფლის საერთო კრებებს მერიის მიერ დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფი ჩაატარებს და თითოეულ მათგანს გარკვეული ფუნქცია ექნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები