გარემოს დაცვაზე მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტიდან 3 273 000 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გარემოს დაცვაზე 3 275 000 ლარია გათვალისწინებული.

დასუფთავება და ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ცალკეული ტერიტორიის, მწვანე საფარის, ქალაქში არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება, სანაგვე კონტეინერების გარეცხვა, ქალაქის ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა, ქალაქის ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია და სანიტარული მომსახურება. 2 100 000 ლარია გამოყოფილი მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანის ქვეპროგრამაში.

ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ მოიცავს ქუჩებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დახვეტას, ნაგვის ურნებში განთავსებას და ნარჩენების გატანას. ამ მიმართულებით მუნიციპალტეტს ემსახურება 35(54 ნორმით) მეეზოვე, რომელიც ყველდღიურად ასუფთავებს 170713 კვმ ფართობს. დგას 779 ურნა. მიუხედვად აღნიშნულისა მუნიციპალიტეტში დარჩენილია ისეთი ადგილები რომელიც დღეის მდგომარეობით არ სუფთავდება რადგან არ არის შესაბამისი ტექნიკა და ნაგვის ურნები. ჩვენი მიზანია ნელ ნელა სრულად მიეწოდოს მოსახლეობას აღნიშნული სერვისი.“ - გაწერილია ბიუჯეტში.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 270 000 ლარი გაითვალისწინა შ.პ.ს. „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“-ს სუბსიდირებისათვის, ნაგავსაყრელის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც გააუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობა.

50 000 ლარია გამოყოფილი უმეთვალყურეოდ დარჩენეილი ძაღლების მონიტონინგისათვის, მათი სტერილიზაციის, ასევე მათგან დაავადებული ძაღლების საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის და ცხოველთა სამარხში გადაყვანის მომსახურებისათვის.

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარებისათვის 375 000 ლარია 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილი.

„პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი ხეების, ყვავილების და სხვადასხვა ნარგავების დარგვა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა. არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა პატრონობა. ხეების გადაბელვა და შეთეთრება, რათა შენარჩუნებული იქნეს და გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი“ - წერია პროგრამის აღწერაში

480 000 ლარი დაიხარჯება ნაგავმზიდი მანქანების და ნაგვის კონტეინერების შესაძენად, რათა ნელ-ნელა სრულად მოხდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ათვისება, როგორც ნარჩენების ურნების განაწილებით ასევე ნარჩენების გამოტანა მოხდეს დროულად და შესაბამისი ინტენსივობით

Print