მარნეულის N1 ბაღში ადგილები თითქმის შეივსო
ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღში თავისუფალი ადგილები თითქმის შეივსო. ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ 60 ადგილიდან თავისუფალი ამ დოისთვის მხოლოდ ექვსი ადგილია. ქალაქ მარნეულში ახლადრეაბილიტირებულ N1 საბავშვო ბაღი 18 იანვარს გაიხსნა. 210 ბავშვზე გათვლილმა სააღმზრდელო დაწესებულებამ მუშაობა 150 აღსაზრდელით დაიწყო.

„სიით 150 ბავშვი გვყავს, ესენი არიან ის აღსაზრდელები, რომლებიც ზაფხულში დარეგისტრირდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდებოდა ჩვენი ბაღის გახსნას და რადგან გაიგეს, რომ გაიხსნა და დაიწყება კიდევ ნაკადის მოდინება და ჩვენ მზად ვართ კიდევ მივიღოთ 60 ბავშვი, ამის საშუალება გვაქვს.“ - გვითხრა 18 იანვარს რადიო „მარნეულს“ ბაღის გამგემ ზეინაბ ნადირაძემ.

როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, მსურველები მათ დაწესებულებაში უნდა მივიდნენ და დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია ადგილების სრულად შევსებამდე გაგრძელდება.

მარნეულში 84 სოფელია, მუნიციპალიტეტში კი მხოლოდ 14 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს.

სკოლამდელი განათლების მიღმა მარნეულში ყოველწლიურად ასობით ბავშვი რჩება.

Print