გაიგეთ რამდენ ლარს იღებენ საკრბეულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ხელფასის სახით
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოში ხელფასს სულ 45 პირი იღებს, მათ შორის არიან როგორც საკრებულოს დეპუტატები, ასევე საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირები.

საკრებულოს 33 დეპუტატიდან ხელფასს სულ 19 მათგანი იღებს. ესენი არიან საკრბეულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და მისი მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები.

მარნეულის საკრბეულოს 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილების მიხედვით განისაზღვრა საკრბეულოს თანამდებობის პირთა და საკრბეულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის ყოველთვიური ხელფასი 2023 წლის იანვრიდან 5 566 ლარი იქნება. მისი პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი ყოველთვიურად ანაზღაურების სახით 4 356 ლარს მიიღებს, საკრბეულოს თავმჯდომარის კიდევ ორი მოადგილე კი, როვშან ისკანდაროვი და რიჩარდ გიგანი, 3 509 ლარს.
მარნეულის საკრბეულოში ორი ფრაქციაა შექმნილი „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბესიკ გელენიძეა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა ქველაძე. ისინი ყველთვიურად ანაზღაურების სახით 2 662 ლარს მიიღებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს 7 მოადგილე ჰყავს, ესენი არიან ომარ ირიშოვი, მაია გელაშვილი, ვანო ბურნაძე, ადილ გურბანოვი, ჯეიხუნ ჩოიდაროვი, არსენ ახვერდიანი და ლევან აკოპიანი. რაც შეეხება ფრაქცია „ენმ“-ს თავმჯდომარეს, მას მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს, რამალ ახმედოვი. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ხელფასის სახით 2 178 ლარს მიიღებენ.
მარნეულის საკრბეულოში ხელფასს იღებენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებიც. საკრებულოს 5 კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 3 025 ლარია.

რაც შეეხება საკრებულოს აპარატში დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოს, აპარატში ყველაზე მაღალი ხელფასი 3 509 ლარია, რომელსაც აპარატის უფროსი იღებს, ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასი 1 694 ლარია, რომელსაც მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები იღებენ.

გთავაზობთ საკრებულოს აპარატიში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ხელფასების ჩამონათვალს:
პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/წამყვანი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 3509 ლარი;
საორგანიზაციო განყოფილება
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 2 783 ლარი;
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 2 057 ლარი;
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობ: დასაქმებულია 7 პირი. შრომითი ანაზღაურება 1 936 ლარი;
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 1694;
გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 2 783 ლარი;
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 4 პირი. შრომითი ანაზღაურება 1 936 ლარი;
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 2 783 ლარი;
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 2 პირი. შრომითი ანაზღაურება 2 057 ლარი;
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 2 პირი. შრომითი ანაზღაურება 1694;
მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაებულია 1 პირი. შრომითი ანაზღაურება 2 783 ლარი;
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 2 პირი. შრომითი ანაზღაურება 1 936 ლარი;
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა: დასაქმებულია 2 პირი. შრომითი ანაზღაურება 1694;


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები