მარნეულის ბაღებისთვის 2 189 ლარის ფქვილი, მანანის ბურღული და შვრიის ფანტელი შეიძინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2 189 ლარის პროდუქტები გამარტივებული წესით შეიძინა. 225 კილოგრამი ხორბლის ფქვილი, 142 კილოგრამი მანანის ბურღული, 129 კილოგრამი სიმინდის ფქვილი და 81 კილოგრამი შვრიის ფანტელი ინდმეწარმა გიორგი გიორგაძისგან იყიდა.

  • 1 კილოგრეამი ხრბლის ფქვილის ფასი - 3,50 ლარი
  • 1 კილოგრამი მანანის ბურღული - 3,50 ლარი
  • 1 კილოგრამი სიმინდის ფქვილი - 4.50 ლარი
  • 1 კილოგრამი შვრიის ფანტელი - 4 ლარი
„საკვები პროდუქტი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, მოსაწოდებელი საქონელი უნდა შეესაბამებოდეს - ,,ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის, სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. საკვები პროდუქტების დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე საქონლის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება არასწორი შეფუთვით ან/და ტრანსპორტირებით.“ - წერია პირდაპირი შესყიდვის ტენდერში

აღნიშნული პროდუქტების გარდა, მარნეულის ბაგა-ბაგა ბაღების გაერეთიანებას შეძენილი აქვს 622 577 ლარის საკვები. კომპანიები ვალდებულები იქნებიან მარნეულის ბაგა-ბაღებს პროდუქტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები