პირველი 10 სოფელი, სადაც სოფლის კრება ჩატარდება
ექვს დღეში მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყება მარნეულისათვის გამოყოფილი 1 232 000 ლარის ათვისება 68 სოფელში უნდა მოხდეს. სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 1 თებერვლიდან დაიწყება და 10სოფელში ჩატარდება. საბიქენდის, ალგეთის, თაზაქენდის, კასუმლოს, აღმამედლოს, კუშჩუს, კაჩაგანის, თაქალოს, ხანჯიგაზლოს და კირაჩმუიღანლოს მოსახლეობამ სოფელზე გამოყოფილი თანხები მათთვის სასურველ პროექტებზე უნდა გადაანაწილონ.

თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს. სოფლის საერთო კრებებს მერიის მიერ დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფი ჩაატარებს.

გთავაზობთ 1 თებერვლის საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის განმართვის თარიღის, დროს და სოფელზე გამოყოფილ თანხას.

  • საბირქენდი, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2023 წლის 1 თებერვალი - 15:00 სთ კონსულტაცია( 20 000 ლარი)
  • ალგეთი, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - 2023 წლის 1 თებერვალი 13:00 სთ (20 000 ლარი)
  • თაზაქენდი, სკოლის მიმდებარედ - 2023 წლის 1 თებერვალი - 14:00 სთ კონსულტაცია - (20 000 ლარი)
  • კასუმლო კულტურის სახლის მიმდებარედ - 2023 წლის 1 თებერვალი - 11:00 სთ (20 000 ლარი)
  • აღმამედლო სათემო ცენტრის (ქალთა ოთახი) სახლის მიმდებარე ტერიტორია - 2023 წლის 1 თებერვალი 12:00 სთ - (20 000 ლარი)
  • კუშჩუ სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2023 წლის 1 თებერვალი - 13:00 სთ (16 000 ლარი)
  • კაჩაგანი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია - 2023 წლის 1 თებერვალი -16:00 სთ (20 000 ლარი)
  • თაქალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2023 წლის 1 თებერვალი - 15:00 სთ (20 000 ლარი)
  • ხანჯიგაზლო– სკოლის მიმდებარე ტერიტორია - -2023 წლის 1 თებერვალი 13:00 სთ (12 000 ლარი)
  • კირაჩ–მუღანლოს სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2023 წლის 1 თებერვალი 14:00 სთ (20 000 ლარი)
საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა პროექტების ჩამონათვალი, რომლის დაფინანსებაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შეგეძლებათ.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტების განხორციელება:

•სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავენაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);
•სარწყავი სისტემები;
•სანიაღვრე არხები;
•ნაპირსამაგრი სამუშაოები;
•გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
•ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
•გარე განათება;
•სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
•სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
•ამბულატორიის შენობები;
•სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
•სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
•სკვერები,მათ შორის,საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე
სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
•წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
•მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
•გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად,
შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი
ნიშნების განთავსება.

ამავე თემაზე: მარნეულში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" იწყება

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი

Print