რუსთავის მერიის მიერ ნაჩუქარ მეორად ავტობუსებს აღდგენითი სამუშაოები უტარდება

რუსთავის მეერიის მიერ ნაჩუქარ სამ ავტობუსს ტექნიკური დათვალიერება და შეკეთების სამუშაოები უტარდება.

როგორც რადიო მარნეულს შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ უთხრა, საზოგადოებრი ტრანსპორტის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა მის შეკეთებას მალევე ეცდებიან.

„ეს ტრანსპორტი ჯერაც აღსადგენია, საკმაოდ დიდი ხანი გაჩერებულები იყვნენ და ჯერჯერპობით აღდგენითი სამუშაოები უტარდება. დაზიენბული დეტალები აქვს და საპოხი მასალები სჭირრდება. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. ვეცდებით ძალიან მალე ვქნათ ეს ყველაფერი“

ჯერჯერობით უცნობია მუნიციპალიტეტის რა მიმართულებებზე გადანაწილდება სამი ერთეული ავტობუსი. გიგა ჯალაღონიას თქმით, ამ საკითზე მერიასთან შეთანხმებით იმსჯელებენ.

რუსთავის მერიამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას მეორადი მოხმარების ავტობუსები რამდენიმე კვირის წინ აჩუქა. მარნეულის მერიამ ევაკუატორით ტრანსპორტირების მომსახურეობისათვის 1 350 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები