რა ღირს ბინების ქირაობა და ყიდვა მარნეულში
მარნეულში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა. თანხა როგორც გასაქირავებელ, ასვე შესაძენ ბინებზეა მომატებული. რადიო „მარნეული“ რამდენიმე მაკლერს (სავაჭრო გარიგების შუამავალი) დაუკავშირდა. თამერლან ჰასანოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბინების ფასი ადრე 200-300 ლარი იყო, ახლა კი ბევრად გაძვირებულია.

„პირველ რიგში სახლის მდგომარეობაზე და ადგილმდებარეობაზე, ზოგან კი სართულზეა დამოკიდებული ფასი. ბინების ქირაობა დაახლოებული 500-600 ლარია. ადრე 200-300 ლარად შეიძლებოდა მოძებნა. 400 ლარად ქირას ალბათ ვერ ნახავ, ან ძალიან ძნელად იპოვი. ძირითადად, 500, 600 ან 800 ლარია. 1000 ლარადაც არის ხოლმე. რაც შეეხება ყივას, ძველ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში 30 ათასი ლარიდან იწყება. ესეც სახლის მდგომარეობაზე, ადგილზე და სართულზეა დამოკიდებული. ახალ აშენებული კორპუსებში კვადრატი 450, 500, 550 და 600 დოლარია. გარემონტებული ბინების კვადრატული ფასი 750-800 დოლარია. მოთხოვნა, რომ არის, მშენებლობებმაც იმატა. ამჟამად მარეულში 10-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.“

გაზრდილ ფასებზე კიდევ ერთ მაკლერი, აკიფ ალეკბეროვი გვესაუბრა.

„50-100 ლარი განსხვავებაა. ამჟამად ქირების ფასი 300 ლარიდან იწყება და 500 ლარამდეა. 2-3 ოთახიანი სახლები 500 ლარია. ადრინდელ წლებთან შედარებით გაძვირებულია. სამშენებლო მასალების ფასი რომ იზრდება, სახლებიც გაძვირდა. სხვათაშურის, მსურველი ბევრია“

აღსანიშნავია, რომ საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, წლიურად, ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობა 11.7%-ით არის გაზრდილი. TBC Capital-ის ინფორმაციით კი, თბილისში აგვისტოში გასაქირავებელი ბინის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა. გასაყიდი 26.5%-ით და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები