სოფელ თაზაქენდში სოფლის კრება ჩაიშალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში „სოფლის კრება“ ჩაიშალა. 1 თებერვალს, 14:00 საათზე ჩანიშნული შეხვედრა, მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ შედგა. სხდომისათვის 200 ხელმოწერა იყო საჭირო, თუმცა ადგილზე დაახლოებით 40 ადგილობრივი მივიდა. მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მაია ნავერიანმა კრება ჩაშლილად გამოაცხადა და თაზაქენდელების ხელთავიდან შეკრება 2 თევერვლის 11:00 საათზე დააანონსა. ერთ-ერთი ვისაც მოსახლეობის მობილიზების ვალდებულება ჰქონდა, მერის წარმომადგენელია. როგორც მან, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ადგილობრივებს სოფლის კრებაზე წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა დათქმულ დროსა და ადგილზე უმრავლესობა არ მივიდა. სოფლისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარია.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა პროექტების ჩამონათვალი, რომლის დაფინანსებაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შეგეძლებათ.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტების განხორციელება:

•სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავენაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);
•სარწყავი სისტემები;
•სანიაღვრე არხები;
•ნაპირსამაგრი სამუშაოები;
•გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
•ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
•გარე განათება;
•სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
•სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
•ამბულატორიის შენობები;
•სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
•სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
•სკვერები,მათ შორის,საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე
სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
•წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
•მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
•გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად,
შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი
ნიშნების განთავსება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები